პსჟ-მა კვარაცხელიას სანაცვლოდ 100 მილიონის გადახდაზე თანხმობა განაცხადა – ჯერი “ნაპოლის” პრეზიდენტზეა

Foot Mercato La Gazzetta dello Sport-ზე დაყრდნობით ავრცლებს ინფორმაციას, რომ პსჟ მზადაა, ს სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო გადაიხადოს.
წყაროს ცნობით, ქართველი ფრანგული კლუბისთვის კილიან მბაპეს შეცვლის პრიორიტეტილი ვარიანტია.
თავის მხრივ, “პარტენოპეის” მფლობელ აურელიო დე ლაურენტისს ჩვენებურის გასხვისება არ სურს და კონტრაქტის გახანგლძრივებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს, თუმცა რას გადაწყვეტს საბოლოოდ პრეზიდენტი, ჯერჯერობით უცნობია.
კვარაცხელიას გარდა, პსჟ-ის ვიქტორ ოსიმენის გადაბირებაც სურს.
ჩემი აზრია:
თუ წუწურაქი ლავრენტა ამ შემთავაზებას არ დათანხმდა და ხვიჩას ისევ ნაპოლიში მოუწია დარჩენა, არანაირი კოტრაქტის გადახედვა. ჩაამთავროს ეს კონტრაქტი და თავისუფალ აგენტად წავიდეს(ასე ქნა ზელინკიმ) ნებისმიერ გუნდში. ახალი გუნდიდან მინიმუმ 30-50 მლნ-ის აღება შეუძლია უფასოდ გადასვლის შემთხვევაში პრემიის სახით და ამ წლების მანძილზე მცირე ხელფასის კომპენსაციას მოახერხებს…რა მოგებას ნახავს ლავრენტა ვნახოთ! ხვიჩაში გადაიხადა 10 მლნ, 5 წლის ხელფასი და ბონუსები კიდევ 10 მლნ და 2027 წლის ზაფხულში 0 შემოსავალი გაყიდვიდან.