პსჟ-მა კვარაცხელიას მორიგი სუპერ შეთავაზება გაუკეთა – ნიკოლო სკირა დეტალებს გვამცნობს

პსჟ-მა კვარაცხელიას მორიგი სუპერ შეთავაზება გაუკეთა – ნიკოლო სკირა დეტალებს გვამცნობს
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა გვამცნობს, რომ პსჟ-მა ს მორიგი სუპერ შეთავაზება გაუკეთა.
წყაროს ინფორმაციით, ქართველი ფეხბურთელი პარიზელთა მთავარი მწვრთნელის ლუის ენრიკეს სამიზნეა და ჩვენებურის ხელში ჩასაგდებად ყველა ძალას ხმარობს.
ბოლო ცნობებით, ფრანგულმა გუნდმა ჩვენებურის წარმომადგენლებს სეზონურად 9 მილიონი ევრო+ბონუსები და 2029 წლამდე კონტრაქტი შესთავაზეს.
შეხსენებისთვის, გუშინ კვარაცხელიას მამამ გადაცემაში “სპორტი იმედზე” განაცხადა, რომ სურვილი აქვს, მისმა შვილმა “პარტენოპეი” დატოვოს, აგენტ მამუკა ჯუღელის თქმით კი მიზანი ისეთ გუნდში თამაშია, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობს.
თავად “ნაპოლი” ამ კომენტარებს სოციალური ქსელით
გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კვარაცხელია არ იყიდება.

ასევე დაგაინტერესებთ