პსჟ-მა კვარაცხელიას მორიგი სუპერშეთავაზება გაუკეთა – ნიკოლო სკირა დეტალებს გვამცნობს

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა გვამცნობს, რომ პსჟ-მა ს მორიგი სუპერშეთავაზება გაუკეთა.
წყაროს ინფორმაციით, ქართველი ფეხბურთელი პარიზელთა მთავარი მწვრთნელის, ლუის ენრიკეს სამიზნეა და ჩვენებურის ხელში ჩასაგდებად ყველა ძალას ხმარობს.
ბოლო ცნობებით, ფრანგულმა გუნდმა ჩვენებურის წარმომადგენლებს სეზონურად 9 მილიონი ევრო+ბონუსები და 2029 წლამდე კონტრაქტი შესთავაზა.
შეხსენებისთვის, გუშინ კვარაცხელიას მამამ გადაცემაში “სპორტი იმედზე” განაცხადა, რომ სურვილი აქვს, მისმა შვილმა “პარტენოპეი” დატოვოს; აგენტ მამუკა ჯუღელის თქმით კი, მიზანი ისეთ გუნდში თამაშია, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობს.
თავად “ნაპოლი” ამ კომენტარებს სოციალური ქსელით გამოეხმაურა
და აღნიშნა, რომ კვარაცხელია არ იყიდება.
არ იყიდება რას ნიშნავს? აბა მონობაში გაყიდა ამ უნიათო ჯუღელმა? რა კაპიკები უნდა აძლიონ და მაგ ბანძ გუნდში დაბერდეს? რა მამელუქია თუ?
ისე ხალხნო თუ ვინმე ერკვევით გამაგებინეთ ფეხბურთელს რა შემთხვევაში აქვს კონტრაქტის ვადამდე გაწყვეტის ან და სხვა კლუბში გადასვლის უფლება? სანამ თავისუფალი აგენტი არ გახდება? თუ სრულიად უუფლებოა და მხოლოდ გუნდის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული გაყიდის თუ არა?
აბა რა ბერკეტი რჩება ხვიჩას ამ უსამართლობის გამოსასწორებლად? აღარ მოიკლას თავი და თუნდაც სკამზე ჯდომაში აიღოს ეს მცირე ხელფასი რაც აქვს? მაგრამ ამ შემთხვევაში ხომ ფორმასაც დაკარგავს და ფასიც დაუვარდება
სად არის გამოსავალი? თუ ვინმემ იცით გამაგებინეთ

ასევე დაგაინტერესებთ