29 წლის მცველს პრესნელ კიმპემბეს შეიძლება მალე მშობლიური პსჟ-ს დატოვება მოუწიოს, – იტყობინება „პარიზიენი“.
აქილევსის მყესის ტრავმის გამო კიმპემბეს თამაშის საშუალება არ ეძლევა, გასული სეზონის მეორე ნახევარში 5 მატჩში საერთო ჯამში 76 წუთი დაჰყო მოედანზე და პსჟ-ს მისი გასხვისება უნდა.
გამოცემის მტკიცებით, ის შეიძლება რომელიმე კატარულ გუნდში გაუშვან.
პრესნელმა „პარი სენ ჟერმენში“ ყველა ტურნირზე 241 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა, Transfermarkt-ის მიხედვით კი მისი ფასი 5 მილიონი ევროა.
ლუის ენრიკემ პსჟ-იდან კიდევ ერთი ფეხბურთელის გაშვების გადაწყვეტილება მიიღო
“ინტერმა” პარიზში მიმავალი შკრინიარის შემცვლელი შესაძლოა, სწორედ პსჟ-იდან დაიმატოს
საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში ცვლილებაა
