პროცესი იმდენად სტერილური გახდა, რომ აგენტურულ სინდიკატში ჩართული ბენეფიციარებიც კი ღიად საუბრობენ, საკუთარ როლსა და ვალდებულებებზე

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი სოციალურ ქსელში „ამერიკის ხმის“ ყოფილი ჟურნალისტის ია მეურმიშვილის განცხადებას ეხმიანება „ამერიკის ხმის“ დახურვასთან დაკავშირებით. მისი თქმით, დადასტურდა ის, რაზეც წლებია საუბრობს მმართველი გუნდი და „ხალხის ძალა“ – მედია პლატფორმები და არასამთავრობო სექტორი „დიფ სთეითის “ მიერ, სხვადასხვა სახელმწიფოებში მთავრობებისა და საზოგადოების წინააღმდეგ გამოიყენება. აღნიშნავს, რომ პროცესი იმდენად გამჭვირვალე გახდა, რომ აგენტურულ საქმიანობაში ჩართული ბენეფიციარებიც ღიად საუბრობენ საკუთარ როლსა და ვალდებულებებზე.
“ვითომ უნებლიედ წამოსცდა, მაგაზე არ ვსაუბრობთ ამდენი წელია, რომ მედია-პლატფორმები და არასამთავრობო სექტორი, პროქსი-ომებისთვის გამოიყენება “დიფ სთეითის” მიერ, სხვადასხვა სახელმწიფოების მთავრობებისა და საზოგადოებების წინააღმდეგ?!
თუ ძლიერი ინსტრუმენტის რესპექტაბელურობის ხაზგასმაა, რომ ბევრს დაკარგავენ “ძლიერნი ამა ქვეყნისა” ამ ძლიერი იარაღის უტილიზაციით?
მოკლედ, პროცესი იმდენად სტერილური გახდა, რომ აგენტურულ სინდიკატში ჩართული ბენეფიციარებიც კი ღიად საუბრობენ, საკუთარ როლსა და ვალდებულებებზე!“- წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

დღეს უკვე ბევრი ქვეყანა ფიქრობს ანალოგიური კანონი მიიღოს საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებიდან გამომდინარე – რიგი ევროპარლამენტარები, ელჩები, რომ პირდაპირი მნიშვნელობით გაიძულებენ არც კი განიხილო კანონი, ზუსტად ეს არის ანტიევროპული დამოკიდებულება