პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა ღია მსოფლიო ფესტივალი და საერთაშორისო ტურნირი “საქართველოს ცეკვის სადედოფლო თასის” გალა- საღამო და დაჯილდოება გაიმართა

პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა ღია მსოფლიო ფესტივალი და საერთაშორისო ტურნირი “საქართველოს ცეკვის სადედოფლო თასის” გალა- საღამო და დაჯილდოება გაიმართა
“შემოქმედებითი საქართველოს” და ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა ღია მსოფლიო ფესტივალი და საერთაშორისო ტურნირი “საქართველოს ცეკვის სადედოფლო თასის” გალა- საღამო და დაჯილდოება სასტუმრო ,,შერატონ მეტეხი თბილისი გრანდ პალასში”, 19 ოქტომბერს გაიმართა. ღონისძიება საქართველოს ჰიმნით გაიხსნა.
ფესტივალს ესწრებოდნენ და მსაჯობდნენ როსტომ აროშვილი, ვერკა ჯაჯანიძე, სოფო პეტრიაშვილი, თამაზ თოდუა, ეკატერინე არჩაია, Ajiderski Clavik – , Kudinov Oleg – (ნეიტრალური), Lokvinenko Pavel – ისრაელი, Mor Eli – ისრაელი, Mamyan Mariana – სასომხეთი, Dzhafarov Eldar – აზერბაიჯანი, Abrate Jerry – იტალია, Abrate Victoria – იტალია, Baistert Dirk – გერმანია, მთავარი მსაჯი: Sporikhyn Mikhail (ნეიტრალური) – PRO-AM, მთავარი მსაჯი: ჯანო თითირაშვილი.
ფესტივალის მთავარი კულმინაცია კი Exhebition ცეკვების, 4-გზის მსოფლიო ჩემპიონის, ვიქტორ და სილვას და მისი მეწყვილეს, ქალაქ ბლექპულში ჩატარებული UK OPEN, ლათინურ-ამერიკულ ცეკვებში გამარჯვებული მსოფლიო ჩემპიონის, კატერინა კრისანოვას წარმტაცი შოუპროგრამა გახლდათ.
დამსწრე საზოგადოების წინაშე წარდგნენ მომღერალი დოდონა ნამორაძე და ანსამბლი „ხალიბი“ გოდერძი მანჯაფარიშვილის ხელმძღვანელობით. ფესტივალს და დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალს უძღვებოდნენ თეა წიკლაური და ლევან მაშავა.
ფესტივალის დამფუძნებელი და ორგანიზატორია – ლიზი მორი, ფესტივალის დირექტორია – ანი ლაღიძე.
ფესტივალში მონაწილეობას იღებდნენ როგორც ადგილობრივი, ისე უცხოეთიდან ჩამოსული მოცეკვავე-წყვილები. ფესტივალის მსვლელობის პერიოდში, „მრავალფეროვანი საქართველოს“ უკეთ გაცნობის მიზნით, საქართველოს პირველად მოგზაური-ტურისტები ეწვივნენ. მათ მოინახულეს ისტორიული ქალაქი მცხეთა, კახეთში – სიყვარულის ქალაქი, სიღნაღი, სადაც დააგემოვნეს ქართული სამზარეულო და ეწვივნენ სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ეროვნულ მუზეუმს.
-თბილისმა პირველად უმასპინძლა “პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალს”. სპეციალურად ფესტივალისათვის თბილისს ესტუმრნენ საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები. ფესტივალმა გააერთიანა ორი მნიშვნელოვანი ტურნირი, სადაც ამ განსაკუთრებულ დღეს, თბილისში უცხოელი და ადგილობრივი საუკეთესო წყვილები შეიკრიბნენ საასპარეზოდ – „საქართველოს ცეკვის სადედოფლო თასის“ მოსაპოვებლად. ფესტივალი დაჯილდოებით დასრულდა. ვულოცავ ყველა გამარჯვებულსა და მონაწილეს ამ უმნიშვნელოვანეს ფესტივალის დაფუძნებას, კონკურსში მონაწილეობასა და გამარჯვებას. გამარჯვებული ფინალისტების გამოვლენის შემდეგ, საზოგადოების წინაშე, დღეს მსოფლიოში, ყველასთვის ქარიზმატული მოცეკვავე, ვიქტორ და სილვა, კატერინა კრისანოვასთან ერთად, განსაკუთრებული შოუ-პროგრამით წარდგა.
-აღფრთოვანებული ვარ ქართველი მაყურებლით. მათ ემოციებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. მადლობელი ვარ თვითოეული ადამიანის, ძალიან შემიყვარდა ეს ქვეყანა. დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოს კიდევ არაერთხელ ვეწვევი.
-ფესტივალმა და კონკურსმა უმაღლეს დონეზე ჩაიარა, მონაწილეები საკმაოდ კარგად იყვნენ მომზადებულები და მრავალფეროვანი პროგრამით წარდგნენ მსაჯებისა და დამსწრე საზოგადოების წინაშე. ეს ფესტივალი და კონკურსი უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციისთვის და ჩვენს ფედერაციაში გაერთიანებული ახალგაზრდების კარიერული წინსვლისთვის. წარმატებებს ვუსურვებ ქალბატონ ლიზის.
-ფესტივალი გაბედული ნაბიჯია საქართველოს საცეკვაო სამეჯლისო ხელოვნების პოპულარიზაციისთვის. აუცილებლად გაჩნდება საქართველო მსოფლიოს სამეჯლისო ცეკვების რუკაზე როგორც ქვეყანა, სადაც ტარდება მასშტაბური ფესტივალი. რა თქმა უნდა, ბრჭყვიალა და გლამურული, რადგან თვითონ ფესტივალი განაპირობებს ამას. საღამო მსოფლიოს ლეგენდამ ვიქტორ და სილვამ თავისი ექსკლუზიური შოუთი დააგვირგვინა, რომელიც მაყურებელს არასოდეს დაავიწყდება.
– პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალისთვის, რომელიც პირველად ჩატარდა საქართველოში, დიდი პატივი გახლდათ მასპინძლობა გაეწია ვიქტორ და სილვასთვის – ჩემპიონისთვის, მენტორისთვის, ქორეოგრაფისთვის, მსახიობისთვის, მოცეკვავისთვის. ის მაქსიმუმს აკეთებს და თავის ძალისხმევას არ იშურებს ახალი თაობის წარმომადგენლებისთვის, რომლებიც ახლა ირჩევენ ამ ულამაზეს პროფესიას თავიანთი კარიერული წინსვლისა და განვითარებისთვის.
ვიქტორ და სილვა გამოირჩევა თავისი დაუვიწყარი ჰაერში ატაცებებით, ბრუნებით და სხეულით მოყოლილი ამბებით, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი დროის საუკეთესო მოცეკვავეთა შორის დღეს ის იკავებს საპატიო და ღირსეულ ადგილს. და სილვას მეწყვილეს, მსოფლიო ჩემპიონის, ეკატერინა კრისანოვას ხილვით ვართ არფრთოვანებულნი. მადლობა ქალბატონ ლიზის ამ ბედნიერებისთვის. მადლობა ადგილობრივ ლამაზ წყვილებს თავდადებისა და ცეკვის სიყვარულისთვის. ცეკვა გვათავისუფლებს. მოდით დავიწყოთ ყველამ ცეკვა.
ფესტივალის ორგანიზატორია შპს „იამა 2025“.
ფესტივალის ორგანიზატორია პროფესიონალი მოცეკვავე, პედაგოგი, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი და WDC -ის (მსოფლიო ცეკვის საბჭოს) ყოველწლიურ გენერალურ თათბირზე საქართველოდან მიწვეული დელეგატი, ლიზი მორი.