“პროფესია პოლიციელი” – შსს საჯარო სკოლებში ახალ პროექტს იწყებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოს საჯარო სკოლებში პროექტი იწყება – “პროფესია პოლიციელი“, რომლის მიზანი, მათივე ცნობით, ახალგაზრდებისთვის “საპოლიციო საქმიანობის გაცნობა და მოზარდებში ამ პროფესიის პოპულარიზაციაა”.

“სკოლის მოსწავლეებისთვის დაიწყო ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი – “პროფესია პოლიციელი“, რომელიც ემსახურება მთავარ მიზანს – ახალგაზრდებმა გაიგონ მეტი შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის შესახებ.

მათ შესაძლებლობა ექნებათ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფს ეწვიონ და ადგილზე გაეცნონ პოლიციელების მიღწევებს, შედეგებს, წარმატებებსა და ყოველდღიურ საქმიანობას.

ვფიქრობთ, რომ აღნიშნული აქტივობები ხელს შეუწყობს ახალგაზრდების დაინტერესებას პოლიციელის ძალიან ღირსეული და საამაყო პროფესიით“ – განაცხადა გეკა გელაძემ.

უწყების ინფორმაციით, კამპანია “პროფესია პოლიციელი“ 21 ნოემბრიდან დაიწყება და წლის ბოლომდე, 4000-მდე სკოლის მოსწავლეს საშუალება ექნება ეწვიოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფს, ადგილზე გაეცნოს ინფრასტრუქტურასა და დანაყოფების ყოველდღიური საქმიანობის სპეციფიკას და ჩაერთოს სიმულაციურ აქტივობებში.

ასევე დაგაინტერესებთ

ნოდარ ხარშილაძე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ „ქართული ოცნების“ წევრების განცხადებებზე – რამდენიც არ უნდა უხაროდეთ და გიორგი გახარიას აბრალონ, მაშინ ხელისუფლებაში მათი პარტია იყო

4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული 15 პირის საქმის პროკურორი არ გამორიცხავს, რომ თუ ბრალდებულები აღიარებენ დანაშაულს და მტკიცებულებებს უდავოდ ცნობენ, შესაძლოა, საპროცესო შეთანხმება გაფორმდეს