პროტესტი საზოგადოებრივ მაუწყებელთან – შეკრებილი მოქალაქეები მოითხოვენ, იმ ადამიანებმა, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან არხის სარედაქციო პოლიტიკაზე, თანამდებობა დატოვონ.
აქციის მონაწილეები ასევე უერთდებიან საერთო მოთხოვნებს: რეჟიმის ტყვეების გათავისუფლებას და ხელახალი არჩევნების ჩატარება.
ჩვენი მოთხოვნები იმეორებს ზოგად მოთხოვნებს: გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები და ჩაინიშნოს ხელახალი არჩევნები. ჩვენი მოთხოვნაა ასევე, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში სარედაქციო პოლიტიკაზე პასუხისმგებელმა პირებმა დატოვონ თანამდებობა. და ასევე ვითხოვთ ეთერს, იმ ჟურნალისტებისთვის, რომელსაც კრიტიკული შინაარსის წარმოება შეუძლიათ“, – აცხადებს აქციის მონაწილე.
ვითხოვთ გადადგომას ამ პროპაგანდაზე პასუხისმგებელი პირების – ვასილ მაღლაფერიძის, თინა ბერძენიშვილის და ასევე სხვა პასუხისმგებელი პირების. გარდა ამისა, გარე ეთერებით ვაჩვენებთ, როგორი უნდა იყოს საზოგადოებრივი ტელევიზია“, – ამბობს აქციის კიდევ ერთი მონაწილე.