“პროტესტის ორგანიზების ფორმა უნდა გართულდეს და ეს სქემა ერთ მაგიდაზე უნდა აეწყოს” – ია ანთაძე

ჟურნალისტი ია ანთაძე:
რთულ პრობლემებს რთული გადაწყვეტა სჭირდება; ან სჭირდება ალექსანდრე მაკედონელი, რომელიც გორდეას ურთულეს კვანძს, გახსნის ნაცვლად, უბრალოდ, წამში გადაჭრის. დღეს საქართველოში ალექსანდრე მაკედონელის მსგავსს ვერავის ვხედავ და ამიტომ რთულ გადაწყვეტილებებს ვემხრობი. დარწმუნებული ვარ, რომ პროტესტის ორგანიზების ფორმა უნდა გართულდეს და ეს რთული, მრავალფუნქციური სქემა სადმე ერთ მაგიდაზე უნდა აეწყოს. ვიცი, ძალიან რთულია, მაგრამ მხოლოდ იმ მაგიდასთან თავმოყრილ ადამიანებს ვენდობი.