პროტესტის მეხუთე დღე — განახლებადი

თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში უკვე მეხუთე დღეა, რაც აქციები მიმდინარეობს. მოქალაქეები აპროტესტებენ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოიღოს ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკების საკითხი.
დღევანდელ, 2 დეკემბრის მთავარ მოვლენებს თვალი ადევნეთ „ნეტგაზეთის“ განახლებად მასალაში:
19:56 – კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ოტავა სანქციებს დაუწესებს საქართველოში „ადამიანის უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებელ პირებს“.
19:30 — საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ანგარიში გამოაქვეყნა ძალოვნების მიერ მოქალაქეებზე ძალადობაზე. „დაკავებულებს უმოწყალოდ სცემდნენ, მიკროავტობუსში სისხლი იდგა“, – აცხადებს საია.
16:47 – ბიძინა ივანიშვილს და 9 ჩინოვნიკს ბალტიისპირეთში შესვლა აეკრძალათ.