“პროპაგანდისტო მღვდლებო, დღეს მოდით რუსთაველზე და ერთად ვილოცოთ” – დოროთე ყურაშვილი

არქიმანდტრიტი, დოროთე ყურაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“პროპაგანდისტი მღვდლები და ტელევიზიები ჩემზე ამბობენ, თურმე არ ვლოცულობ, თქვენზე, პროტესტში მონაწილე ხალხზე რომ არ ხართ მორწმუნე და ხართ ეკლესიის მტრები და ამით ხალხს აცთუნებენ. მე მინდა ყველა თქვენთაგანს მოგიწოდოთ, დღეს 8-რვა საათზე გამოხვიდეთ რუსთაველზე და ერთად ვილოცოთ ჩვენი ერისთვის , გავაგონოთ უფალს ჩვენი ხმა , რომ მოხედოს ჩვენს ქვეყანას და აღგავოს მიწის პირიდან ჩვენი ქვეყნის მტრები. ყური უფლისა მართალთა ზედა, მართალ ხალხს უსმენს უფალი და არ დააყოვნებს ჩვენი ერის ხსნას.
გელოდებით რუსთაველის გამზირზე ყოველ ხუთშაბათს 8 საათზე.
ბოლომდე- გამარჯვებამდე”

ასევე დაგაინტერესებთ

კობა კობალაძე – დამოუკიდებლობით გაბრუებულმა საქართველომ 1992 წელს არაკეთილმოსურნეებს დაუჯერა და მიიღო არასწორი გადაწყვეტილება – რაც უფრო მეტად გინდა მშვიდობა, მით მეტად უნდა იყო მზად არასტანდარტული ქმედებებისათვის

რომან გოცირიძე: ადვილი არ არის ორ დღეში დაახლოებით ერთი მილიონი ლარის ღირებულების 300 ტონა საწვავის გაყიდვა და ადგილზე მიტანა. ამას 9 უზარმაზარი, 35 ტონიანი ნავთობმზიდი სჭირდება. დავსვათ რამდენიმე კითხვა…