პროკურორი – ცალსახად დადასტურდა, რომ დაზარალებულია ინვესტორი ბიძინა ივანიშვილი და ბრალდებულმა გიორგი ბაჩიაშვილმა მისი თანხები მიითვისა

ცალსახად დადასტურდა, რომ დაზარალებული ინვესტორია [] და ბრალდებულმა [გიორგი ბაჩიაშვილმა] ეს თანხა მიითვისა, – ასე გამოეხმაურა პროკურორი მიხეილ სადრაძე „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის, თეიმურაზ წიქვაძის დაკითხვას.
როგორც ის განმარტავს, მოწმის ჩვენება საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან თანხვედრაშია.
„დაზარალებულის წარმომადგენლის ჩვენება ძალიან მნიშვნელოვანი მტკიცებულება იყო, რადგან დადასტურდა ყველა არსებული გარემოება და ბრალის ყველა ის კომპონენტი, რასაც ბრალდება გიორგი ბაჩიაშვილს ედავება. ცალსახად დადასტურდა, რომ დაზარალებული ინვესტორია და ბრალდებულმა ეს თანხა მიითვისა, შემდეგ კი აქტივების ლეგალიზაცია მოახდინა. მისი ჩვენება მნიშვნელოვანი იყო, რადგან განმარტებები დოკუმენტებთან სრულად თანხვედრაშია, ამ ორ მოცემულობას შორის სრული თანხვედრაა, რაც მტკიცებულების ხარისხზე და მნიშვნელობაზე მიუთითებს“, – განაცხადა პროკურორმა.
თუ როდის გამოიძახებს დაკითხვაზე ბიძინა ივანიშვილს, აღნიშნულზე პროკურორმა განაცხადა, რომ ეს წინასწარ მისთვისაც უცნობია, რადგან სხვადასხვა სტრატეგია შეიძლება აირჩიოს.
„აბსოლუტურად ყველა მოწმის დაკითხვა მოხდება სასამართლოზე, ვინც არსებითი ხასიათის ინფორმაციას ფლობს“, – განაცხადა სადრაძემ.
ცნობისთვის, გიორგი ბაშიაჩვილისთვის წარდგენილი ბრალდება 2017 წელს განხორციელებულ ქმედებას ეხება. კერძოდ, პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8986
ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 43 მილიონამდე აშშ დოლარს შეადგენდა.
გიორგი ბაჩიაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.
აღნიშნული ქმედება 9-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისიწნებს.