პროკურორი – სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ გიორგი ბაჩიაშვილი არის დამნაშავე, მიითვისა კრიპტოვალუტა, ასევე მოახდინა მითვისებული აქტივის ლეგალიზაცია

დოკუმენტები და თავად გიორგი ბაჩიაშვილის მიერ შედგენილი დოკუმენტები ადასტურებდა მის ბრალეულობას და უკვე დამნაშავეობას,- ამის შესახებ „თანაინვესტირების ფონდის” ყოფილი გენერალური დირექტორის გიორგი ბაჩიაშვილის საქმის პროკურორმა მიხეილ სადრაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ნათელი დემონსტრაციაა იმის, რომ გიორგი ბაჩიაშვილი არის დამნაშავე, მიითვისა კრიპტოვალუტა, ასევე მოახდინა მითვისებული აქტივის ლეგალიზაცია.
„სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის იმის ნათელი დემონსტრაცია რომ კოლეგიამ სრულად შეაფასა და გაანალიზა ყველა მტკიცებულება, მოწმის ჩვენება, დოკუმენტაცია და დაადგინა, რომ გიორგი ბაჩიაშვილი არის დამნაშავე, მიითვისა კრიპტოვალუტა, ასევე მოახდინა მითვისებული აქტივის ლეგალიზაცია. არანაირი შეცვლილი ჩვენება არ ყოფილა. ფაქტობრივი გარემოებები ძალიან მარტივად გამოიყურება….დოკუმენტები და თავად გიორგი ბაჩიაშვილის მიერ შედგენილი დოკუმენტები ადასტურებდა მის ბრალეულობას და უკვე დამნაშავეობას“,- განაცხადა სადრაძემ.
როგორც სადრაძე აღნიშნავს, ის განცხადებები და მოტივები, რაზეც გიორგი ბაჩიაშვილი საუბრობდა, ძალიან შორს იყო მტკიცებულებებისგან.
„მარტივად რომ ვთქვათ, მის სიტყვასა და პოზიციაში სამართლებრივი შემადგენელი პრაქტიკულად არ არსებობდა. დაკითხვის დროსაც, მე დავუსვი კითხვა და დამიდასტურა, რომ ის პოლიტიკასთან რაიმე შემხებლობაში არ ყოფილა. საქმის ფართო მასებამდე გაცნობამდე არ ყოფილა აქტიური პიროვნება საზოგადოებისთვის. მისი აქტივობები, როგორც პიროვნების არ ყოფილა საინტერესო. ის განცხადებები და მოტივები რაზეც საუბრობდა ძალიან შორს არის მტკიცებულებებიდან. შორსაა იმ მტკიცებულებისაგან, რაც თავად ბაჩიაშვილმა გამოძიებისას წარმოადგინა და რასაც სასამართლოებში აპელირება.
მაგალითად ჩანაწერი, რომლის ავთენტურობას არ შევეხები. პირდაპირაა ჩანაწერში მითითებული გარკვეულ სარგებელზე, შემდეგ ამ მიმართულებით კალკულაცია აქვს წარმოდგენილი და რაღაც პოზიციასაც აფიქსირებს. სააპელაციოში ყველა გარემოება უარყო“, – აღნიშნა სადრაძემ.
ცნობისთვის, სააპელაციო სასამართლომ, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება “თანაინვესტირების ფონდის” ყოფილი გენერალური დირექტორისთვის გიორგი ბაჩიაშვილისთვის შეფარდებული 11-წლიანი თავისუფლების აღკვეთა ძალაში დატოვა. საქმე „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებას ეხება, რაზეც თბილისის საქალაქო სასამართლომ ბაჩიაშვილს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლალი მოროშკინა: რაო? პირადად ბიძინა ივანიშვილს და “ოცენებას” ჰააგაში გასამართლებით ემუქრებით? მეტის ღირსი ვართ, რომ 2012წელს უკანალში შერჭობილი თავები ამოგაყოფინეთ!!! ასე იცის ზედმეტმა დემოკრატიამ!!!

საბა ბუაძე – „ქართული ოცნება“ ეუთოს მისიას ყელმოღერებით პრეტენზიებს რომ უცხადებს, თავად რა გააკეთეს ფაქტების გამოკვლევისთვის და დამნაშავეების დასჯისთვის? – გამოიძიეს ვინ იყვნენ პირუტყვები, რომლებმაც ახალგაზრდებს სისხლიანი დღეები მოუწყვეს?