პროკურორი – მოწმემ დააფიქსირა, რომ კონკრეტული წილები გაფორმებული იყო სხვადასხვა პირზე, თუმცა ეკუთვნოდა რომეო მიქაუტაძეს, მას ჰქონდა ინტერესები – ნებართვების დაჩქარებული წესით, მარტივად აღებაში მონაწილეობდა და აგვარებდა

მოწმემ დაადასტურა, რომ როდესაც რომეო მიქაუტაძე აქტიურად იყო ჩართული სამეწარმეო საქმიანობაში, სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა, მათ შორის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე იყო , – ამის შესახებ პროკურორმა ირაკლი მარშანიამ სასამართლო პროცესის შემდეგ განაცხადა, სადაც მოწმეები დაკითხეს.
მეორე მოწმემ ცალსახად დააფიქსირა, რომ „კონკრეტული წილები გაფორმებული იყო სხვადასხვა პირზე“, თუმცა ეკუთვნოდა რომეო მიქაუტაძეს და მას ჰქონდა ინტერესები, „კონკრეტული ნებართვების დაჩქარებული წესით, მარტივად აღებაში მონაწილეობდა“.
„ბრალდების მხარე აგრძელებს სასამართლო პროცესზე მტკიცებულებების წარდგენას. დღეს დაიკითხა ორი მნიშვნელოვანი მოწმე. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ რომეო მიქაუტაძეს სხვა მუხლებთან ერთად ვედავებით სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობას და ერთ-ერთი კომპანიის დირექტორმა ცალსახად დააფიქსირა, რომ როდესაც რომეო მიქაუტაძე მუშაობდა თანამდებობაზე, აქტიურად მონაწილეობდა ამ კომპანიის საქმიანობაში.
ასევე დაიკითხა მეორე მოწმე, რომელმაც დაადასტურა, რომ რომეო მიქაუტაძე რამდენიმე კომპანიაში ფლობდა წილებს, ხოლო წილების ნაწილი გაფორმებული ჰქონდა თავის ნათესავებზე. ჩვენ შემდგომშიც გავაგრძელებთ მტკიცებულებების წარდგენას და დავადასტურებთ, რომ რომეო მიქაუტაძე მონაწილეობდა სხვადასხვა კორუფციულ სქემებში და განახორციელა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, დაახლოებით 8 მილიონ 400 ათასი ლარის.
მეორე მოწმემ ცალსახად დააფიქსირა, რომ კონკრეტული წილები გაფორმებული იყო სხვადასხვა პირზე, თუმცა ეკუთვნოდა რომეო მიქაუტაძეს და მას ჰქონდა ინტერესები. ცალსახად დააფიქსირა,რომ კონკრეტული ნებართვების დაჩქარებული წესით, მარტივად აღებაში მონაწილეობდა რომეო მიქაუტაძე და აგვარებდა ამ საკითხებს. მოწმემ დააფიქსირა, რომ „მარტივად ვიღებდით კონკრეტულ ნებართვებს“. მან ცალსახად დააფიქსირა, რომ მარტივად და დროულად საკითხების მოგვარებაში ეხმარებოდა რომეო მიქაუტაძე“, – განაცხადა პროკურორმა.
ინფორმაციისთვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მოწმეები დაკითხეს.
პროკურატურის ბრალის მიხედვით, რომეო მიქაუტაძე სისტემატურად ბოროტად იყენებდა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.
სამართალდამცველებმა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე 20 ივნისს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით აქვს წარდგენილი.