პროკურორი – დაკითხული პირების შესახებ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით, თუმცა დაგიდასტურებთ, რომ გამოძიების ფარგლებში ცენტრალური საარჩევნო კომისიის არა ერთი წარმომადგენელია დაკითხული

პროკურორ ლაშა ცქვიტარიას განცხადებით, ს შესაძლო გაყალბების საქმის გამოძიების ფარგლებში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის არა ერთი წარმომადგენელი დაიკითხა.
კითხვაზე, დაკითხულია თუ არა ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი პროკურორი პასუხობს, რომ დაკითხულების ვინაობის შესახებ ინფორმაციას ვერ მოგვაწვდის.
მისი თქმით, ცესკოსთან მიმართებაში კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
„საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის, ხდება იმ პირების დაკითხვა, უშუალოდ საგამოძიებო ორგანოში, ვინც შეიძლება ფლობდეს რაიმე სახის ინფორმაციას არჩევნებთან დაკავშირებით, მათ შორის, მიმდინარეობს კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებები ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მიმართებაში. დაკითხული პირების და მათი ვინაობების შესახებ კონკრეტულ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით, თუმცა დაგიდასტურებთ, რომ გამოძიების ფარგლებში დაკითხულია ცენტრალური საარჩევნო კომისიის არა ერთი წარმომადგენელი“, – განაცხადა ცქვიტარიამ.
ცნობისთვის, აღნიშნული საქმის გამოძიების ფარგლებში, დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით, „ძლიერი საქართველოს“ წევრი საბა ბუაძე და „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი თენგოს თევზაძე დაიკითხნენ. მანამდე კი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, , ნათია მეზვრიშვილი, ლონდა თოლორაია დაიკითხნენ.