პროკურორი – დაიკითხა ლევან ჯანგველაძის მეგობარი, რომელიც მკვლელობის დროს ახლდა და რომელმაც დაადასტურა საფრთხე, რაც გელა უძილაურისგან მოდიოდა, როდესაც გასროლა მოხდა

დღეს ბრალდების მხარემ დაკითხა ლევან ჯანგველაძის მეგობარი, რომელიც ახლდა მას მკვლელობის დროს და დაადასტურა ის საფრთხე, რაც მოდიოდა უშუალოდ გელა უძილაურისგან , – ამის შესახებ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმის პროკურორმა, ლევან ვეფხვაძემ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
ვეფხვაძის თქმით, მოწმემ დაადასტურა, რომ ჯანგველაძე საქართველოში საფრთხეს გრძნობდა და ეშინოდა.
“დღეს ბრალდების მხარემ დაკითხა თერთმეტი მოწმე და დადასტურდა ის ფაქტობრივი გარემოებები, რომ შემთხვევის ადგილზე მკვლელობა ჩაიდინა გელა უძილაურმა. ასევე, დადასტურდა, თუ რა მარშრუტი გაიარა მან, როცა თავისი საცხოვრებელი სახლიდან გამოვიდა და უშუალოდ შემთხვევის ადგილზე მივიდა. გარდა ამისა, დაიკითხა უშუალოდ ლევან ჯანგველაძის მეგობარი, რომელიც ახლდა მკვლელობის დროს ლევან ჯანგველაძეს, რომელმაც დაადასტურა ის საფრთხე, რაც მოდიოდა უშუალოდ გელა უძილაურისგან, როდესაც მოხდა გასროლა და ასევე დაადასტურა, რომ ლევან ჯანგველაძე ფრთხილობდა და მას გარკვეული შიშები ჰქონდა საქართველოში, შესაბამისად, ის მტკიცებულებები, რომელიც გამოკვლეული იქნა, საბოლოო ჯამში, მთლიანი ანალიზის საფუძველზე ასაბუთებს, რომ გელა უძილაურმა ჩაიდინა შეკვეთით, ანგარებით განზრახ მკვლელობა თუმცა, სასამართლო პროცესები გრძელდება და შემდეგ პროცესებზე აქტიურად მოხდება მტკიცებულებების გამოკვლევა.
ასევე, ჩვენ გამოვიკვლიეთ უშუალოდ შემთხვევის ვიდეო-მასალა და ასევე, შემთხვევის ადგილის სურათი.
საქმესთან დაკავშირებით ვინც არის დაკითხული, ყველა არის შესწავლილი გამოძიების მიერ და საქმეში დევს ყველა ინფორმაცია მათთან დაკავშირებით.
ტარდება ძალიან კომპლექსური გამოძიება და აბსოლუტურად ყველა ვერსიის გადამოწმება ხდება გამოყოფილ საქმესთან მიმართებაში და ამას თქვენც ნახავთ, როდესაც გამოყოფილ საქმეზე დაიწყება საქმის არსებითი განხილვა”, – განაცხადა პროკურორმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ჩვენ რომ ბრიუსელისთვის დაგვეჯერებინა, ახლა ნანგრევების დასუფთავებით ვიქნებოდით დაკავებულები – ასეთ ბრიუსელთან საერთო ენას ვერ გამოვნახავთ, ბრიუსელის ხელმძღვანელობა უნდა შეიცვალოს

შალვა პაპუაშვილი – ბაჩო ახალაია მეუღლის ზურგს ამოეფარა და ისე აპირებდა ქვეყნის დამხობას – ისიც კი ვერ გაბედა, საკუთარ თავზე დაეტოვებინა პასუხისმგებლობა და მეუღლისთვის ჩამოეშორებინა

შალვა პაპუაშვილი – პროდუქტის ფასებთან დაკავშირებით პარლამენტის სპეციალური კომისიის მუშაობა ღია, საჯარო იქნება – საზოგადოების თვალწინ შევეცდებით გავარკვიოთ, როგორ ხდება სასურსათო პროდუქტებზე ფასების წარმოქმნა