პროკურორის ინფორმაციით, ირაკლი შაიშმელაშვილის ძებნის შესახებ დადგენილებას პროკურატურა სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარების შემდეგ გამოსცემს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილი უფროსის, ირაკლი შაიშმელაშვილის ძებნის შესახებ დადგენილებას პროკურატურა სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარების შემდეგ გამოსცემს.
აღნიშნულის შესახებ პროცესის დასრულების შემდეგ, პროკურორმა ვახტანგ ცალუღელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ის განმარტავს, საქმეზე გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები.
„მას შემდეგ, რაც სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება გადმოგვეგზავნება, ჩვენ შესაბამის პროცედურებს დავიწყებთ… საქმეში წარმოდგენილია შემდეგი მტკიცებულებები: საჯაროდ გაკეთებული განცხადებები, რაც გამოიხატა 4 ოქტომბერს დაგეგმილ აქციაზე მიმართული ძალადობრივად მოქმედი პირების მობილიზებაში და ასევე, მოწოდებებში, მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიმართ, თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობები არ შეესრულებინათ და ხელი არ შეეშალათ ძალადობრივად მოქმედი პირებისათვის. ეს მოწოდებები სოციალურ ქსელშია გაკეთებული, თუმცა, საქმეზე გამოძიება გრძელდება, მათ შორის, დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით”,- განაცხადა ცალუღელაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

სუს-ი – გაიჩხრიკა ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძის, რომეო მიქაუტაძის, მიხეილ ჩოხელის, ვანო და თორნიკე პარკაულების, სანდრო ლილუაშვილის სახლები – ამოღებულია 7 მლნ 2 200 აშშ დოლარი და 136 ათასი ლარი