პროკურორის განცხადებით, ნინო დათაშვილის მიმართ ფსიქიატრიული ექსპერტიზა პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარებული კვლევით დასრულდა და მას ექსპერტიზისთვის სტაციონარში აღარ გადაიყვანენ

მანდატურზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული აქტივისტის, ნინო დათაშვილის საქმის პროკურორის, მედია ცირამუას განმარტებით, ნინო დათაშვილის მიმართ ფსიქიატრიული ექსპერტიზა ამბულატორიული კვლევით დასრულდა და მას ექსპერტიზის მიზნით სტაციონარში აღარ გადაიყვანენ.
როგორც ცირამუამ ჟურნალისტებს განუცხადა, დათაშვილის პოზიციიდან და მისი საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, თავად ბრალდების მხარემ მიმართა საექსპერტო დაწესებულებას, რომ ექსპერტიზა ამბულატორიულად ჩატარებულიყო.
„ბრალდებულის საუკეთესო ინტერესისა და იმ პოზიციის გათვალისწინებით, რომ უარს აცხადებდა სტაციონარულ ექსპერტიზაზე, ჩვენი მხრიდან დაზუსტდა, რომ ბრალდებულს ჩასტარებოდა ამბულატორიული ექსპერტიზა. პენიტენციურ დაწესებულებაში თავად გამოცხადდა ექსპერტი, შეხვდა, გაესაუბრა მას და ამით საექსპერტო კვლევა დასრულებულია – სხვა სახის, დამატებითი ექსპერტიზა ამ საქმეზე აღარ ჩატარდება“,- განაცხადა მედია ცირამუამ.
მისივე თქმით, ექსპერტი პენიტენციურ დაწესებულებაში თავად შევიდა, შეხვდა ბრალდებულს, საექსპერტო კვლევა დაასრულა, „რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ეს არ ყოფილა ვინმეს წამებისკენ ან დასჯისკენ მიმართული ღონისძიება“.
„ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ რომ არა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტი და ამ დოკუმენტში მითითებული თანმხლები დაავადება, ბრალდების მხარის მხრიდან ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნას ადგილი არ ექნებოდა. ეს არ არის ვინმეს წამებისკენ მიმართული ან სადამსჯელო ღონისძიება. მით უფრო დღევანდელ დღეს გაჟღერდა ინფორმაცია სხდომაზე, რომ ექსპერტიზა ჩატარდა და ბრალდებულის საუკეთესო ინტერესების და მათივე მოთხოვნის გათვალისწინებით, მოხდა დაზუსტება საექსპერტო დაწესებულებასთან მიმართებით. სპეციალური ცოდნის მქონე პირი, ექსპერტი შევიდა პენიტენციურ დაწესებულებაში, შეხვდა მას, გაესაუბრა და საექსპერტო კვლევა დაასრულა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ ეს არ ყოფილა ვინმეს წამებისკენ ან დასჯისკენ მიმართული ღონისძიება“,- განაცხადა მედია ცირამუამ.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: ქვემოთ მომყავს იმის დამადასტურებელი სურათი, რომ მართლაც მხოლო 95 ადამიანმა მოიწონა, არა და “იმედში” 500 კაცი მუშაობს, ხოლო მთელ ჰოლდინგში ათსზე მეტი. ამაზე სამარცხვინო ამბავი რა უნდა შეგემთხვეს?

მეუფე იაკობი: თან გვაბრალებენ… ისევე, როგორც ეკლესიას რუსობას გვაბრალებენ, თვითონ არიან რუსებიც და ყველაფერი თვითონ არიან, რასაც გვაბრალებენ. ქრისტიანები თუ ხართ ხელისუფლებაში, შერიგებაზე ვიფიქროთ…