პროკურატურის ცნობით, გალში მომხდარ ოჯახში ძალადობაზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს

საქართველოს გენერალური პროკურატურის ცნობით, უწყებამ ს ტერიტორიაზე, გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარ ძალადობისა და ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტებზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
ოფიციალური ინფორმაციითვე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ჩაატარა და დაადგინა, რომ ბრალდებულმა თავის საცხოვრებელ სახლში, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, მასთან ქორწინებაში მყოფ პირზე ფიზიკურად იძალადა.
“ის მეუღლეს წლების მანძილზე აყენებდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის შედეგადაც დაზარალებული ფიზიკურ ტკივილს და მორალურ ტანჯვას განიცდიდა. სამართალდამცველებმა ბრალდებული 3 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე,118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ორი ეპიზოდი) და 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით ( ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ოჯახის წევრის მიმართ).
პროკურატურის განცხადებით, შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება.