პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
საქართველოს პროკურატურის ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 25 იანვარს, თბილისში, ათონელის და მტკვრის ქუჩების მიმდებარედ, წარსულში არსებული დაპირისპირების გამო, ბრალდებულმა დაზარალებულს დანით სხეულის სხვადასხვა არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანების შედეგად, დაზარალებული საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
„სამართალდამცველებმა ბრალდებული 26 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

პაველ ჰერჩინსკი – სიმართლე ისაა, რომ საქართველო დღეს უფრო შორს არის ევროკავშირის წევრობისგან, ვიდრე 2023 წელს იყო, როდესაც მას კანდიდატის სტატუსი მიენიჭა – ევროკავშირის გაფართოების ანგარიშის დასკვნები გამანადგურებელია საქართველოს ევროპული მისწრაფებებისთვის

ევროკავშირის ელჩი – ჩვენ აქ ვართ, არსად მივდივართ, გელოდებით, კარი ღიაა, მაგრამ ამ კარში საქართველომ თავისი ხელისუფლებით უნდა გაიაროს – გამანადგურებელი ანგარიში გამომაფხიზლებელი სიგნალი უნდა იყოს, გთხოვთ, დაუბრუნდით ევროინტეგრაციის პროცესს