პროკურატურა – წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 წლის 21 დეკემბერს, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ბრალდებულმა, შურისძიების მოტივით, სხეულის სხვადასხვა არეში ოთხ პირს დანით ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად ერთ-ერთი დაზარალებული გარდაიცვალა, ხოლო სხვა პირები სხეულის დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მეორე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19/109-ე მუხლის ,,ლ“ ქვეპუნქტით (ორზე მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, -ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია – ოპოზიციის ნებისმიერი განცხადება ფასებთან დაკავშირებით, პოპულიზმზე იყო აგებული – რაც შეეხება ხაზარაძეს და მისი ოჯახის მფლობელობაში არსებულ სადისტრიბუციო კომპანიას, თუ იქნება კითხვები, კომისიაზე მოუწევთ მოსვლა