პროკურატურა: პატიმრობა შეეფარდა მამა-შვილს, რომლებმაც ქალზე – რძალზე და ცოლზე იძალადეს

პატიმრობა შეეფარდათ მამასა და შვილს, რომლებსაც ქალზე ძალადობას ედავებიან. დაზარალებული ქალი ერთ-ერთი დაკავებულის ცოლია, ხოლო მეორეს – რძალი.
მამა-შვილი 19 ნოემბერს დააკავეს.
პროკურატურის ინფორმაციით, ძალადობის გარდა ქმარი ცოლს არაერთხელ დაემუქრა მოკვლითა – “დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში”. რაც შეეხება მამამთილს, უწყების ცნობით, მან რძალზე მცირეწლოვანი შვილიშვილის თვალწინ იძალადა – “დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი”.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მამა-შვილს 3 წლამდე პატიმრობა ელით.