პროკურატურა – ნაფიცმა მსაჯულებმა ხელვაჩაურში მკვლელობის საქმეზე ბრალდებული დამნაშავედ ცნეს

ნაფიცმა მსაჯულებმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში შელაპარაკების ნიადაგზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, სასამართლომ ბრალდებულს სასჯელის სახით 10 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
ს საქალაქო სასამართლოში ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილეს საქმე, რომელიც ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ჩადენილ მკვლელობას შეეხებოდა.
სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ 2023 წლის 23 აპრილს, ღამის საათებში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ბრალდებულმა დაზარალებულს ხის ნაჭერი თავის არეში რამდენჯერმე ჩაარტყა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.
სასამართლო პროცესზე პროკურორებმა წარადგინეს მოწმეები და გამოიკვლიეს ყველა ნივთიერი მტკიცებულება, მათ შორის დანაშაულის საგანი და ბრალდებულის გადაადგილების ამსახველი ვიდეოჩანაწერები.
საქმის გარემოებების დეტალურად შესწავლის შემდეგ ნაფიცმა მსაჯულებმა გაიზიარეს პროკურატურის პოზიცია და ბრალდებული სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) დამნაშავედ ცნეს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – სალომე ზურაბიშვილის ევროპაში მოგზაურობა კონსტიტუციის დარღვევის, ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ წასვლის ბუკეტია – უცხოელმა რჩევის მიმცემებმა, ე.წ. ქარტიაზე ხელის მოწერით, ოპოზიციას ხელი მოაწერინეს საქართველოს ბანანის რესპუბლიკად გამოცხადების დოკუმენტზე

ირაკლი კობახიძე ანტიკორუფციულ ბიუროს მოუწოდებს, „საერთაშორისო გამჭვირვალობასა” და “გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციად აღიარებულ სხვა სუბიექტებთან” დაკავშირებული გადაწყვეტილება შეცვალოს