პროკურატურა მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, ასევე იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 4 პირის პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვს

პროკურატურა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, ასევე იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 4 პირის პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვს.
ამ წუთებში, პროცესზე, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს, პროკურორი გიორგი მუკბანიანი შუამდგომლობას წარადგენს, სადაც მიუთითებს, თუ რა ქმედებების განხორციელებას ედავებიან თითოეულ დაკავებულს.
მისი თქმით, ბრალდებულები სამართალდამცავების მიმართ უწყვეტად ახორციელებდნენ ძალადობას, ისინი მათ სხვადასხვა საგნებსა და ნივთებს ესროდნენ, რითაც ისინი პოლიციელთა და სხვათა მიმართ ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნიდნენ. არბევდნენ, აზიანებდნენ ნივთებს.
„ანდრო ჭიჭინაძე საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა, ის ჯოხს ისროდა სამართალდამცავების მიმართულებით, რითაც მათ და სხვა პირთა ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნიდა.
ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობდა ონისე ცხადაძეც. ის ჯოხს და სხვა ნივთებს ისროდა სამართალდამცავების მისამართით, რითაც პოლიციელებისა და სხვათა ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნიდა“, – განაცხადა მუკბანიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია