ტელეკომპანია “პოს TV” -ის მიერ პროკურატურისთვის მომართული განცხადების საფუძველზე, ტელეკომპანიის ჟურნალისტის მარიამ ნებიერიძისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
ამავე ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.
„გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო, ტელეკომპანია ,,პოსTV“-ის შეტყობინება, რომლის მიხედვითაც, 2025 წლის 12 ივნისს, აღნიშნული ტელეკომპანიის ჟურნალისტი – მარიამ ნებიერიძე ახორციელებდა ჟურნალისტურ საქმიანობას თბილისის საქალაქო სასამართლოს ტერიტორიაზე, რა დროსაც იქ მყოფმა პირებმა ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების გზით უკანონოდ შეუშალეს ხელი ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში”, – აღნიშნულია განცხადებაში.
