პროკურატურა – „აფხაზეთის №15 საჯარო სკოლის“ დირექტორმა და ბუღალტერმა, 2015-2023 წლებში საკუთარ და მათთან დაკავშირებული სხვა პირების საბანკო ანგარიშებზე ზედმეტად ჩარიცხეს 533 576 ლარი და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ

საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე, ორი პირი დააკავა.
საქართველოს პროკურატურის ცნობით, გენერალური პროკურატურის კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველომ გამოძიება ს ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მომართვის საფუძველზე დაიწყო.
ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ „აფხაზეთის №15 საჯარო სკოლის“ დირექტორმა და ამავე სკოლის ბუღალტერმა, 2015-2023 წლებში თითქოსდა სამივლინებო, სამეურნეო, ასევე თანამდებობრივი სარგოსა და დანამატის დანიშნულებით, როგორც საკუთარ, ასევე მათთან დაკავშირებული სხვა პირების საბანკო ანგარიშებზე სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ზედმეტად ჩარიცხეს 533 576 ლარი, რასაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ. აღნიშნული ქმედებით, ბრალდებულებმა საგანმანათლებლო დაწესებულებას დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი მიაყენეს.
„გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ „აფხაზეთის №15 საჯარო სკოლის“ დირექტორმა და ბუღალტერმა, 2022-2023 წლებში, სკოლის წლიური ანგარიშების შედგენის დროს, საკუთარი დანაშაულის დაფარვის მიზნით, საბანკო ამონაწერებში ყალბი მონაცემები შეიტანეს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს საბიუჯეტო-საფინანსო შესყიდვების სამსახურის წარმომადგენლებს აღნიშნული სახით წარუდგინეს.
დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი მიმთვისებლის მართლზომიერ გამგებლობაში იმყოფებოდა) და საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ანაკლიის პორტის მშენებლობის პირველი ფაზა არაუგვიანეს 2029 წლისა დასრულდება და ჩაიდება 600 მილიონი დოლარის ინვესტიცია, პირველი ფაზის დასრულების შემდეგ, პორტი წელიწადში 600 ათასზე მეტ კონტეინერს მოემსახურება

ირაკლი კობახიძე – 2028 წლისთვის ჩვენი მიზანია, მაქსიმუმ 4%-მდე შემცირდეს უმუშევრობის დონე ქვეყანაში, გვინდა, რომ შევქმნათ 200 000 სამუშაო ადგილი, ასევე გვაქვს ამბიციური მიზანი, რომ საშუალო ხელფასმა მიაღწიოს 3 500 ლარს