პროკურატურას დღეს დამატებით წარვუდგენთ ფაქტებს რამდენიმე ათეული სავარაუდო დანაშაულის შესახებ, როგორ ხდებოდა „ქართული ოცნების“ ხმების მოპარვა

პროკურატურას დღეს დამატებით წარვუდგენთ ფაქტებს რამდენიმე ათეული სავარაუდო დანაშაულის შესახებ, როგორ ხდებოდა „ქართული ოცნების“ ხმების მოპარვა/განეიტრალება. მთლიანობაში ამ ეტაპზე საუბარია 102 იდენტიფიცირებულ ფაქტზე, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მ განაცხადა.
მდინარაძის თქმით, საერთო ჯამში მოკვლევის საგანია 420-მდე შემთხვევა.
„შემთხვევების ნაწილი შეეხება სავარაუდო დანაშაულს, როდესაც მოქალაქე მისი ნების საწინააღმდეგოდ დაარეგისტრირეს სხვა საარჩევნო ოლქში კომისიის წევრად რადიკალური ოპოზიციიდან და მან ამის გამო ვერ მოახერხა ხმის მიცემა. ნაწილმა კი, მიუხედავად ანალოგიური დანაშაულის ჩადების მცდელობისა, მოახერხა და სხვა საარჩევნო ოლქში ჩავიდა, მივიდა, წავიდა ხმის მისაცემად. სავარაუდო დანაშაულთან ორივე შემთხვევაში გვაქვს საქმე ერთი განსხვავებით, რომ ნაწილი დამთავრებულ დანაშაულს, ნაწილი კი დანაშაულის მცდელობას ეხება. ერთი მაგალითი შემიძლია, მოვიტანო, რაც სიახლე იქნება. წინა შემთხვევაში მე ვილაპარაკე კონკრეტულ მაგალითებზე. მაგალითად, არის ასეთი პიროვნება ზურაბ ძებისაშვილი, ჩვენი მომხრე, რომელიც რეგისტრირებული იყო გლდანის საარჩევნო ოლქში, მე-6 საარჩევნო უბანზე საარჩევნო კომისიის წევრად. ის დანიშნული იყო დუშეთში 38-ე საარჩევნო უბანზე, ს პარტია „მოქალაქეების“ მიერ. ზურაბ ძებისაშვილს წინასაარჩევნო პერიოდში დაუკავშირდნენ, ამით არის განსხვავებული ეს შემთხვევა, შესთავაზეს საუბნო კომისიის წევრობა და უთხრეს, საიდანაც უნდა ყოფილიყო ის საუბნო კომისიის წევრი. მან ამაზე განაცხადა უარი.
სხვა შემთხვევებში თუ არც უკავშირდებოდნენ, კონკრეტული ადამიანის პირად მონაცემებს მოიპოვებდნენ უკანონოდ, შემდეგ არეგისტრირებდნენ „ნაცების“ რომელიღაც პარტიის წარმომადგენლად, ანუ კომისიის წევრად სხვაგან საარჩევნო უბანში, ამ შემთხვევაში წინასწარ დაუკავშირდნენ ბატონ ზურაბ ძებისაშვილს, შესთავაზეს, მისი უარის მიუხედავად დანიშნეს სხვა საარჩევნო უბანში „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი პარტიის კომისიის წევრად. როდესაც ის მივიდა საარჩევნო უბანზე, აღმოჩნდა, რომ მას არ შეეძლო ამ უბანზე ხმის მიცემა, რადგან ამ დანიშვნის გამო სპეცსიაში სხვაგან იყო შეყვანილი. ბატონ ზურაბს აქვს ჩანიშნული მათ შორის ტელეფონის ნომერი, საიდანაც დაუკავშირდნენ და ეს შეუძლია, მოახსენოს გამოძიებას, როდესაც მას დაიბარებენ პროკურატურაში დაკითხვაზე. ამ ეტაპზე 102 შემთხვევასთან გვაქვს საქმე და ვმუშაობთ 420-მდე შემთხვევაზე, სადაც რიგ შემთხვევებში დამთავრებულ დანაშაულზე, სავარაუდო დანაშაულზე, რა თქმა უნდა, სხვანაირად თქმის უფლება ამ ეტაპზე არ გვაქვს და რიგ შემთხვევაში, სავარაუდო დანაშაულის მცდელობებთან გვაქვს საქმე“, – განაცხადა მდინარაძემ.