პროკურატურასა და საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს პროკურატურასა და საკანონმდებლო მაცნეს შორის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მემორანდუმის ფარგლებში, გენერალური პროკურატურის, შენობაში საკანონმდებლო მაცნეს აპარატი განთავსდა.
„მემორანდუმს ხელი საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ ამირან გულუაშვილმა და საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს თავმჯდომარემ ნათია ჩირიკაშვილმა მოაწერეს. შეხვედრას გენერალური პროკურატურის ადმინისტრაციის უფროსი ბიძინა ქუმსიაშვილი და საკანონმდებლო მაცნეს ადმინისტრაციის უფროსი სალომე ბარბაქაძე ესწრებოდნენ.
საკანონმდებლო მაცნეს აპარატი, საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებსა და საკანონმდებლო აქტებით დაინტერესებულ პირებს, შესაძლებლობას მისცემს, შენობიდან გაუსვლელად, ადგილზე მარტივად, შეიძინონ საკანონმდებლო მაცნეს ბეჭდური გამოცემები. გარდა ქართულენოვანი ბეჭდური პროდუქციისა, აპარატით შესაძლებელია ნორმატიული აქტების ინგლისურენოვანი ვერსიების მიღებაც.
საქართველოს პროკურატურა საკანონმდებლო მაცნესთან თანამშრომლობას მომავალშიც განაგრძობს და საკანონმდებლო მაცნეს პროექტის ფარგლებში აპარატები პროკურატურის სხვა შენობებშიც განთავსდება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.