პროკურატურამ 4 ოქტომბრის საქმეზე 13 პირს ბრალი წარუდგინა

პროკურატურამ 4 ოქტომბრის საქმეზე 13 პირს ბრალი წარუდგინა.
ცამეტივე პირს ბრალდება სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობის, ასევე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის მუხლებით წარედგინა, რაც, შესაბამისად, 2-დან 4 წლამდე და 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
„დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, ს და ლაშა ბერიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. -ში აღნიშნულ საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკავებულია კიდევ 13 პირი: ბექა მაჭავარიანი, ალექსანდრე გოგოლაძე, ევა შაშიაშვილი, გიორგი რურუა, ვახტანგ ფიცხელაური, დავით სტურუა, მანუჩარ მიქელაძე, ალექსანდრე ხაბეიშვილი, კახაბერ მჟავანაძე, თორნიკე მჭედლიშვილი, აბო ნავერიანი, სერგო მეგრელიშვილი და დავით ჟღენტი. აღნიშნულ პირებს საქართველოს პროკურატურამ სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის, ასევე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტებზე ბრალდება წარუდგინა“, — განაცხადა საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ამირან გულუაშვილმა.
გამოძიების თანახმად, ბრალდებულებმა ორგანიზატორების მოწოდებების შესაბამისად, ჯგუფურად სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მიზნით, შეიჭრნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეზოში და საფრთხე შეუქმნეს ეზოში მობილიზებულ სამართალდამცველებს.
„ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე პირები მიზანმიმართულად არბევდნენ, აზიანებდნენ და ცეცხლის წაკიდებით ანადგურებდნენ მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებულ მუნიციპალურ და კერძო პირთა კუთვნილ ქონებას. მათი მოქმედებების შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა სტრატეგიული ობიექტის — საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის დამცავი ღობე. ასევე დაზიანდა და განადგურდა მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურა, მუნიციპალური და კერძო პირთა ქონება“, — აცხადებს პროკურატურა.
პროკურატურის თქმით, დაკავებული ბრალდებულებისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.