პროკურატურამ ყოფილი მეუღლის საცხოვრებელ ბინაში მოსასმენი აპარატურის დამონტაჟების და საუბრების მიყურადების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის საცხოვრებელ ბინაში მოსასმენი აპარატურის დამონტაჟების და საუბრების მიყურადების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
მათივე ცნობით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის დეკემბერში ბრალდებულმა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ყოფილი მეუღლის და სახლში არსებული ვითარების გაკონტროლების მიზნით, დაზარალებულის საცხოვრებელ ბინაში ფარული მისაყურადებელი მოწყობილობა დაამონტაჟა, რომლის გამოყენებითაც რამდენიმე თვის განმავლობაში ყოფილ მეუღლეს და მის შვილებს უკანონოდ უსმენდა.
„მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით (კერძო საუბრის უნებართვო მიყურადება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ მუმლაძე: ერთი წამით რომ წარმოვიდგინოთ ასეთი ვეფხისტყაოსანი დოიაშვილს რომ დაედგა ახალ თეატრში პროტესტში ჩართული მსახიობებით და დიდ მარხვაში ყოფილიყო პრემიერა პარლამენტის სხდომა გაიხსნებოდა ამ ამბით