პროკურატურავ, როგორ გაბედე და ჩემი შვილის სიცოცხლის გაყიდვა როგორ დააპირე? – გიგა ავალიანის დედა

ისწავლე წერა-კითხვა პროკურატურავ? – ასევე ეხმაურება მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე მისი შვილის საქმეზე კიდევ ორი არასრულწლოვანის დაკავებას სოციალურ ქსელში.
როგორც კუპატაძე წერს, გვარაკიძის უწყებამ საქმეზე იმიტომ გაზარდა დაკავებულთა წრე, რომ 22 დეკემბერს დაანონსებული აქციის შეეშინდა.
პროკურატურავ, როგორ გაბედე და ჩემი შვილის სიცოცხლის გაყიდვა როგორ დააპირე? – წერს მოკლული მასწავლის დედა სოციალურ ქსელში და ამბობს, რომ იმაზე მეტი იცის, ვიდრე პროკურატურას ჰგონია.
ისწავლე წერა-კითხვა პროკურატურავ? 2 დღის წინ ხომ უთხარით ჩემს ადვოკატს გაიშიფრა ყველა SMS, მაგრამ ვერ ვიჭერთო ვერავისო, ახალი არაფერიაო, ამ წამს დაგვირეკეს. მე თქვენ გასწავლით წერა კითხვას. ნ. ი. -ს სანამ ციხეში არ ამოვალპობ არ მოვისვენებ, არც მე, არ მოგასვენებთ არც თქვენ…მერიკო გაბაშვილი ჩამოათრიეთ, ალექსანდრე გაბაშვილის მამიდა, ისიც დაიჭირეთ შეუტყობინებლობაზე. მე იმაზე მეტი ვიცი, ვიდრე თქვენ გგონია, პროკურატურა. მე თქვენ გენდეთ და იმიტომ გამაცურეთ! ახლა აქცია რომ დავაანონსე, ახლა ამოიკითხეთ, რომ დამნაშავეები არიან? მე თქვენ გასწავლით წერა-კითხვას. გამოდი საქართველოვ, გამოდი. მე არ მიღალატია არავისთვის 53 წლის ვარ, მე შენ საქართველოვ, 30 წელი ღირსეულად გემსახურე. გავზარდე 2 სპეტაკი ექიმი შვილი. გამოდი საქართველო, დამიდექი გვერდში ორშაბათს 16:00 საათზე მთავარი პროკურატურის წინ! მაშინ თითი დამიქნიეს რიკაძე დაგვაჭერინე და ვერ ვასწრებ საქმის გამოძიებასო. ჯერ სად ხართ, შიშის ძალა უნდა გაჩვენოთ. პროკურატურავ, როგორ გაბედე და ჩემი შვილის სიცოცხლის გაყიდვა როგორ დააპირე? ჩვენი დედა-შვილობა არ იყიდება! ან დასჯით ყველა დამნაშავეს, ან არადა მე ავიღებ გიგა ავალიანის წილ სისხლს” – ამბობს მოკლული მასწავლებლის გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე და შვილის საფლავიდან ვიდეოს ავრცელებს.
დღეს პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდების კიდევ ორი არასრულოვანი დააკაავეს.