პროექტი, რასაც ერქვა ზურაბიშვილის ლიდერობა რადიკალურ ოპოზიციაში, აბსოლუტურად ჩავარდა

პროექტი, რასაც ერქვა ზურაბიშვილის ლიდერობა რადიკალურ ოპოზიციაში, აბსოლუტურად ჩავარდა
პროექტი, რასაც ერქვა ზურაბიშვილის ლიდერობა რადიკალურ ოპოზიციაში, აბსოლუტურად ჩავარდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შიდა დაპირისპირება, რომელიც არის სალომე ზურაბიშვილსა და სხვა რადიკალურ პოლიტიკურ სუბიექტებს შორის, მოსალოდნელი იყო.
„ჩვენ თავიდანვე ვიწინასწარმეტყველეთ, რომ ეს პროექტი, რასაც ერქვა ზურაბიშვილის ლიდერობა რადიკალურ ოპოზიციაში, აბსოლუტურად ჩავარდა და ამასთან არის დაკავშირებული შიდა დაპირისპირება, რომელიც არის მასსა და სხვა რადიკალურ პოლიტიკურ სუბიექტებს შორის, ეს მოსალოდნელი იყო. კიდევ უფრო გამწვავდება ეს დაპირისპირება. იყო გარკვეული პროექტი, რომელიც სრული ფიასკოსთვის იყო განწირული და რეალურად დასრულდა კიდეც ფიასკოთი“, – განაცხადა მ.
Previous: რეზერვისტებმა საველე საწვრთნელ ბაზა „პალდოზე“ სამხედრო ფიცი დადეს