პროგრამის – „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დაფინანსდა 1 500 მეწარმე სუბიექტი და შეიქმნა 10 ათასზე მეტი სამუშაო ადგილი

პროგრამის – „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დაფინანსდა 1 500 მეწარმე სუბიექტი და შეიქმნა 10 ათასზე მეტი სამუშაო ადგილი
ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნებაში გარდა იმისა, რომ ჩვენ გვეხმარება სათანადო ეკონომიკური პოლიტიკა, საგადასახადო რეჟიმი, ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა, გვაქვს სწორი მართვის სისტემა ეკონომიკის სფეროში, ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესის მხარდამჭერი კონკრეტული პროგრამები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ირაკლი მ აღნიშნა, გრძელდება „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების დაფინანსება, დაფინანსდა 1 500 მეწარმე სუბიექტი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში და შეიქმნა ამ პროგრამის საშუალებით 10 ათასზე მეტი სამუშაო ადგილი.
„ასევე საკრედიტო საგარანტიო სქემის სახელმწიფო პროგრამა ხორციელდება, დაფინანსდა 267 კომპანიის 292 პროექტი, შეიქმნა 3 300-ზე მეტი სამუშაო ადგილი. ინოვაციების და ტექნოლოგიების სფეროში გვაქვს კონკრეტული პროექტები, რომლებიც ფინანსდება, გვაქვს საგადასახადო შეღავათების სისტემა, რომელიც მოქმედებს, გვაქვს სტარტაპების მომზადების დაფინანსების სისტემა, რომლითაც უზრუნველვყოფთ მსმენელების გადამზადებას. , ფაგები და აგროტექნოლოგიები, ამ მიმართულებითაც იდგმევა ნაბიჯები. შესაბამისად, გვაქვს მრავალი პროგრამა, ეს არის მხოლოდ რამდენიმე სამაგალითო ჩამონათვალი, დეტალური ინფორმაცია წარმოდგენილია სამთავრობო ანგარიშში. არის არაერთი პროგრამა, რომელიც დამატებით ხელს უწყობს ეკონომიკური ზრდის სტიმულირებას, კონკრეტული პროექტების დაფინანსების საფუძველზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
Previous: ისტორიულ მინიმუმზეა უმუშევრობა ჩვენს ქვეყანაში – გასული წლის ბოლოსთვის უმუშევრობამ შეადგინა 13,9%, ეს არის ისტორიული მინიმუმი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ

ასევე დაგაინტერესებთ

არასწორმა ადამიანებმა, უცხოელებმა, ქართველებმა მიიჩნიეს, რომ გარე რყევების საფუძველზე სახელმწიფო იყო დასუსტებული და შეიძლებოდა დაპირისპირებოდნენ, დღეს გვაქვს სრულიად ახალი რეალობა, არასდროს დავუშვებთ თვითნებობას და ძალადობას სახელმწიფოს წინააღმდეგ