“პრობლემა რუსული მთავრობაა, არ მგონია, რომ არსებობს შესაბამისი კომპრომისი” – ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Deutsche Welle-სთან ინტერვიუში თქვა:
ახლა ძალიან ნათელია, რომ ეს კანონი შინაარსით რუსული კანონია, ვინაიდან, ამ გზით რუსეთმა შეძლო რეალურად ჩაეხშო სამოქალაქო საზოგადოება, რასაც აქ მთავრობა ცდილობს. ისინი ცდილობენ საქართველოს პარტნიორები, როგორც რევოლუციის პარტნიორები წარმოაჩინონ, რომ თითქოს ისინი მთავრობის დამხობას ცდილობენ, ამასთან ისინი ძალიან ჩუმად არიან რუსეთთან დაკავშირებით, თითქოს ისინი ჩვენი მეგობარია. ასე რომ, სულ უფრო ნათელი ხდება, რომ პრობლემა არა მხოლოდ რუსული კანონი, არამედ რუსული მთავრობაა, რომელიც მიდრეკილია, რუსეთს დაუთმოს და ქვეყნის ორიენტაცია სკენ შეატრიალოს. არ მგონია, რომ არსებობს შესაბამისი კომპრომისი, ვინაიდან კომპრომისი კანონის გაწვევა იყო. ეს ერთხელ მოხდა და მათ კვლავ წარადგინეს ის და ამავდროულად, რამდენიმე კანონი მიიღეს. მათ შორის ისეთი, რომელიც საქართველოს ოფშორად ხდის რუსი ოლიგარქებისთვის, რომლებიც დასანქცირებულები არიან. ასე, რომ ეს ყველაფერი უკიდურესად სანერვიულოა და ვფიქრობ, რომ ჩვენმა ევროპულმა პარტნიორებმა სწორად უნდა შეაფასონ ის, რაც აქ ხდება. დაინახონ, რომ დღეიდან არჩევნებამდე ძალიან სახიფათო გზაა, ძალიან სენსიტიური გზაა არჩევნებამდე, სადაც ქართველ ხალხს შეეძლება თქვას ის, რისი თქმაც სურს. ყურადღება გვჭირდება ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან.