პრიგოჟინზე გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ, კრემლი “უოლ-სტრიტ ჯორნალს” “მაკულატურას” უწოდებს

ამერიკულმა გამოცემა “უოლ-სტრიტ ჯორნალმა” სტატია გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ სამხედრო დაჯგუფება “ვაგნერის” დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის სიკვდილი ს უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლის, ნიკოლაი პეტრუშევის მიერ იყო დაგეგმილი. კრემლმა სტატიასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და მას “მაკულატურა” უწოდა.
ამერიკული გამოცემის სტატიაში ნათქვამია, რომ პრიგოჟინის თვითმფრინავის აფეთქება პატარა ბომბმა გამოიწვია, რომელიც თვითმფრინავის ფრთის ქვეშ იყო დამაგრებული. სტატიის ანონიმური წყაროები არიან დასავლელი სადაზვერვო სამსახურის ოფიციალური წევრები და რუსეთის სადაზვერვო სამსახურის ყოფილი თანამშრომელი.
კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ სტატია წაიკითხა და კომენტარის გაკეთება არ სურს. თუმცა, ჟურნალისტებთან ამ სტატიასთან დაკავშირებით საუბრის დროს თქვა: “სამწუხაროდ, ბოლო დროს, “უოლ სტრიტ ჯორნალი” კმაყოფილია, რომ მაკულატურას ბეჭდავს”.
პრიგოჟინი, რომელიც თავის დაჯგუფებასთან ერთად უკრაინის წინააღმდეგ, რუსეთის მხარეს იბრძოდა, ხშირად აკრიტიკებდა რუსეთის თავდაცვის სამინიტროს. მის განცხადებები განსაკუთრებით მწვავე გახდა ში მიმდინარე ომის და ბახმუტთან რამდენიმეთვიანი ბრძოლის შემდეგ.
მიმდინარე წლის ივნისში პრიგოჟინს რუსეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობაც ჰქონდა. თუმცა, რამდენიმე ქალაქის აღების შემდეგ, ის პუტინს მოელაპარაკა და მისმა ერთგულმა “ვაგნერელებმაც” უკან დაიხიეს. შეთანხმების მიხედვით, პრიგოჟინი და “ვაგნერის” ჯგუფის ნაწილი ბელარუსში უნდა გადასულიყო.
შეთანხმებიდან ზუსტად 2 თვეში პრიგოჟინი ავიაკატასტროფაში, დღემდე ზუსტად დაუდგენელ გარემოებებში გარდაიცვალა. “ვაგნერი” კი ახლა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაშია.
პრიგოჟინი პეტერბურგში დაკრძალეს
„ვაგნერის“ დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი პეტერბურგში, კერძო სასაფლაოზე დაკრძალეს. სასაფლაოსთან უსაფრთხოების მაქსიმალური ზომები იყო მიღებული, კამერებმა პოლიციაც დააფიქსირეს.