პრემიერ-მინისტრმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

პრემიერ-მინისტრმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი 9 აპრილის მემორიალთან იმყოფებოდა. მთავრობის მეთაურმა მემორიალი ყვავილებით შეამკო და საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
პრემიერ-მინისტრი ადგილზე თბილისის მერთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მივიდა. 9 აპრილის მემორიალთან საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა მეუფე შიომ 9 აპრილს დაღუპულთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.
9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა.
Previous: დასავლელი პოლიტიკოსებისა და NGO-ების აღშფოთება მაშინ არ გვინახავს, როცა ადეიშვილი ბუნდესტაგში გამოჩნდა – როცა რომელიმე მხარე ორმაგი სტანდარტებით მოქმედებს, მის აღშფოთებას უკვე ძალა აღარ აქვს

ასევე დაგაინტერესებთ

მოსახლეობას გააზრებული აქვს, რომ „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი პოლიტიკური გუნდი, ვისაც რეალურად შეუძლია მშვიდობის შენარჩუნება და იმ პოლიტიკის გატარება, რომელიც საქართველოს ხვალინდელი დღისთვის არის მნიშვნელოვანი