პრემიერ-მინისტრმა ზესტაფონის ახლად რეაბილიტირებული N2 საჯარო სკოლა გახსნა

პრემიერ-მინისტრმა ზესტაფონის ახლად რეაბილიტირებული N2 საჯარო სკოლა გახსნა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძესთან ერთად, ზესტაფონის ახლად რეაბილიტირებული N2 საჯარო სკოლა გახსნა.
მთავრობის მეთაური, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, სკოლაში განხორციელებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო და პედაგოგებს შეხვდა. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარება და განათლების სისტემის ძირეული რეფორმირება მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა სკოლაში განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ პრემიერ-მინისტრს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. 1 200 მოსწავლეზე გათვლილ სკოლას აქვს როგორც შიდა სპორტული დარბაზი, ასევე გარე მოედანი, ბიბლიოთეკა, რესურს ოთახი, ბუფეტი, სააქტო დარბაზი, საკონფერენციო აუდიტორია, ექიმის კაბინეტი, ტექნოლოგიური და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები. შენობაში დამონტაჟებულია ლიფტი, გათბობის, წყალმომარაგების, ხანძარსაწინააღმდეგო, კანალიზაციის, ვიდეო სათვალთვალო სისტემები. სკოლა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულებამ 9 162 850 ლარი შეადგინა.

ასევე დაგაინტერესებთ

შაკო ჩაჩანიძე: ნაცებმა, „იმედზე“ ახალი ფორმატის დებატების შინაარსს რომ ვერაფერი დაუწუნეს, განათლების „ექსპერტმა“ სიკო ჯანაშიამ მინისტრს მომაკვდინებელი ბრალდება წარუდგინა – აქაოდა სიტყვა „მაქსიმალური“ ბევრჯერ თქვაო

თამარ იოსელიანი: ევროპიდან დანახული საქართველო აღარ არის ცალკეული ინფრასტრუქტურები, ეს არ არის ცალკე პორტი, რკინიგზა და გზა, ეს არის ერთიანი სატრანპორტო ჯაჭვი და ქსელი, რომელიც აკავშირებს ევროპას ცენტრალურ აზიასთან