პრემიერ-მინისტრმა ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის სამზადისთან დაკავშირებით ანგარიში მოისმინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბაკურიანში ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის − „ბაკურიანი 2025-ის“ სამზადისთან დაკავშირებით საორგანიზაციო შეხვედრა გამართა.
მთავრობის მეთაურმა ოლიმპიური ფესტივალის ჩატარებისთვის ინფრასტრუქტურული და საორგანიზაციო მზადყოფნის შესახებ ანგარიში მოისმინა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქვეყანა ფესტივალის მაღალ დონეზე მასპინძლობისთვის მზად არის და შესაბამისი ინფრასტრუქტურაც დასრულებულია. კერძოდ, უკვე გაიხსნა საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენა თბილისში და დღესვე გაიხსნება ბიატლონისა და თხილამურებით რბოლის (Cross Country) 3.5 კმ სიგრძის ტრასა ბაკურიანში.
ფესტივალის მონაწილე პირველი დელეგაციები საქართველოს 4 თებერვალს ეწვევიან, 6 თებერვლიდან კი დაგეგმილია პირველი შეჯიბრი ყინულის ჰოკეიში.
საქართველო ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს – “ბაკურიანი 2025”-ს 9-16 თებერვალს უმასპინძლებს. ფესტივალის განმავლობაში საქართველოს 45 ქვეყნიდან 1000-მდე სპორტსმენი ეწვევა. “ბაკურიანი 2025”-ის ფარგლებში, ზამთრის სპორტის 8 სახეობაში შეჯიბრებები თბილისში, ბათუმსა და ბაკურიანში გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა