პრემიერ-მინისტრმა დადგენილება გამოსცა, რომლითაც სუროგატი დედის მშობიარობასა და საკეისრო კვეთის ხარჯებს სახელმწიფო აღარ აანაზღაურებს

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სახელმწიფოს მიერ, სუროგატი დედის მშობიარობისა და საკეისრო კვეთის დაფინანსების შეწყვეტის საკითხზე დადგენილება გამოსცა.
დადგენილების მიხედვითაც, სუროგატი დედის მშობიარობის და საკეისრო კვეთის ხარჯებს სახელმწიფო აღარ დააფინანსებს.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის შესაბამისი დადგენილება „საკანონმდებლო მაცნეზეა“ გამოქვეყნებული.
„პროგრამის ფარგლებში არ ანაზღაურდება სუროგატული დედის მშობიარობა/საკეისრო კვეთის ხარჯები,“- წერია დადგენილებაში.
დადგენილება ძალაში 1-ელი მარტიდანაა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლსკი უძილაურზე – არ შეიძლება ვიღაცას ფარდის მიღმა ელაპარაკებოდე და სახელმწიფოს შესახებ ინფორმაცია, საფასურის სანაცვლოდ, ჩუმად გასცე, ეს ღალატია! – ბიძინა ივანიშვილის პრესმდივანი არ ყოფილა, ნუ დახატავთ, რომ მისი მარჯვენა ხელი იყო