პრემიერ-მინისტრმა აფხაზეთიდან გადმოსვენებული უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ოჯახებს მიუსამძიმრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამების საკათედრო ტაძარში ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებულ, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„მთავრობის მეთაურმა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებთან ერთად, დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.
16 იდენტიფიცირებული პირი, რომელთაგან 7 სამხედრო და 9 მშვიდობიანი მოქალაქეა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის თანამშრომლობით გადმოასვენეს.
4 მებრძოლს დიღმის ძმათა სასაფლაოზე, დანარჩენებს კი, ოჯახების გადაწყვეტილებით, საგვარეულო სასაფლაოებზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: ისლამური რევოლუცია დაიწყო მას შემდეგ, რაც 1978 წელს ქალაქ აბადანში ისლამისტმა ტერორისტებმა კინოთეატრ “სინემა რექსში” მისული 400-მდე ადამიანი შენობაში გამოკეტეს, საავიაციო ბენზინი გადაასხეს და ცოცხლად გამოწვეს

ისრაელის თავდაცვის ძალები ირანის უსაფრთხოების ხელმძღვანელობის რამდენიმე წევრის, მათ შორის თავდაცვის მაღალი რანგის ოფიცრის, ალი შამხანის და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაურის, მკვლელობას ადასტურებს