პრემიერ-მინისტრი საქართველოში უნგრეთის ელჩს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი საქართველოში უნგრეთის ელჩს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოში უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ანა მარია შიკოს შეხვდა.
მთავრობის მეთაურმა უნგრეთის მხარეს საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს აქტიური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ისტორიულმა გადაწყვეტილებამ ნათლად დაადასტურა ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი.
პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ უნგრეთი განაგრძობს საქართველოს გვერდში დგომას ამ მიმართულებით, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ქვეყანა ახალ ეტაპზე გადასვლას და ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას ისახავს მიზნად.
ხაზგასმით აღინიშნა უნგრეთის, როგორც ევროკავშირის მომავალი თავმჯდომარე ქვეყნის, მხარდაჭერის მნიშვნელობა ამ პროცესში.
მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოსა და უნგრეთს შორის სექტორული კავშირების შემდგომი გაძლიერების შესაძლებლობა. აღინიშნა სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით არსებული პოტენციალის სრულად ათვისების მნიშვნელობა, მათ შორის, ვაჭრობის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, განათლებისა და კულტურის მიმართულებებით.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენი მიზანია, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გავაუმჯობესოთ, ოპოზიციისგან საბოტაჟი არასდროს გვიკვირდა და ამ შემთხვევაშიც ერთგვარი საბოტაჟის მცდელობაც არ არის გასაკვირი

გურამ მაჭარაშვილი: სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს და დარწმუნებული ვარ, რომ არათუ თუ ჰელსინკის კომისია, ვერცერთი კომისია ვერაფერს დააკლებს საქართველოს, თუ ჩვენ ვიდგებით სწორ პოზიციაზე

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს