პრემიერ-მინისტრი ირაკლი , მთავრობისა და პარლამენტის წევრებთან ერთად, ფოთში ახალგაზრდებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი , მთავრობისა და პარლამენტის წევრებთან ერთად, ფოთში ახალგაზრდებს შეხვდა.
მთავრობის მეთაურმა შეხვედრაზე ხელისუფლების ახალგაზრდულ პოლიტიკაზე, განათლების სისტემის ფუნდამენტურ რეფორმასა და ქვეყნის მასშტაბით მულტიფუნქციური სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ახალგაზრდების მხარდაჭერა მთავრობის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.
ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა სასწავლო პროგრამების საფუძვლიანად გადახედვის აუცილებლობას, რაც ხელს შეუწყობს ბავშვებსა და ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საზოგადოებას უახლოეს მომავალში წარედგინება უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფცია, რომელიც თბილისსა და ქუთაისში ახალი საუნივერსიტეტო ინფრასტრიქტურის შექმნასთან ერთად ქვეყანაში უმაღლესი განათლების ხარისხის თვისებრივად ამაღლებას ისახავს მიზნად.
ახალგაზრდებს სიტყვით მიმართეს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ და ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. პრემიერ-მინისტრმა ახალგაზრდების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა, ხაზი გაუსვა მათ განსაკუთრებულ როლს ქვეყნის შემდგომ წინსვლასა და განვითარებაში და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა შექმნის ყველა პირობას, რათა ახალგაზრდებს თავიანთი ნიჭის გამოვლენის შესაძლებლობა მიეცეთ.
პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ახალგაზრდებთან ფოთის ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა, რომელიც მულტიფუნქციურ სივრცეებს, მათ შორის იდეათეკას და მედიალაბს აერთიანებს.
ახალგაზრდული ცენტრი მრავალფეროვან საგანმანათლებლო, ტექნოლოგიურ და მეწარმეობრივ შესაძლებლობებს შექმნის, ასევე ახალგაზრდებს შესთავაზებს საგანმანათლებლო პროგრამებს, ტრენინგებს და პრაქტიკულ ვორქშოფებს, რაც ხელს შეუწყობს მათი ციფრული უნარების განვითარებას.
ახალგაზრდული ცენტრი განთავსებულია შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს. ისტორიული შენობა ფონდმა „ქართუმ“ კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით აღადგინა და მას ავთენტურობა სრულად შეუნარჩუნდა.
პროექტის ღირებულებამ 2 559 000 ლარი შეადგინა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში