პრემიერ-მინისტრი ვაშაძე იქნება თუ სხვა ვინმე, ამაზეც ერთმანეთს დახოცავენ – გურამ მაჭარაშვილი

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი გურამ მაჭარაშვილი მულტფილმ „სიზმარას“ ადარებს ოპოზიციის მცდელობას შექმნას ჩრდილოვანი მინისტრთა კაბინეტი. როგორც ის აცხადებს, ოპოზიციას აქვს სიზმრებით და ფანტაზიებით ცხოვრების უფლება, მაგრამ იქნება თუ არა ქვეყანაში კოალიციაური მმართველობა, ამას საზოგადოება გადაწყვეტს.
„ნუ შეწუხდებიან იმით, თუ რას გადაწყვეტს ქართული საზოგადოება 26 ოქტომბერს – კოალიციურ მთავრობას თუ რაიმე სხვას. რაც შეეხება ოპოზიციის პოლიტიკურ სიზმრებს, ცნობილი მულტფილმია „სიზმარა“ – აქეთ მზე, იქით მთვარე, უკან კიდევ ვარსკვლავები…
დაირიგეს მინისტრების პორტფელები ვარსკვლავებივით, ოღონდ არ ვიცი ახლა ვინაა სიზმარა – სააკაშვილი, კეზერაშვილი თუ ხაბეიშვილი. პრემიერ-მინისტრი ვაშაძე იქნება თუ სხვა ვინმე, ამაზეც ერთმანეთს დახოცავენ… ეს მათი საქმეა და უფლება აქვთ ასეთი სიზმრებით და ფანტაზიებით იცხოვრონ. მაგრამ რეალობა კი, ის იქნება, რომ ყველას გასაგონად, მსოფლიოს გასაგონად საქართველოს საზოგადოება გადაწყვეტს კოალიცია იქნება საჭირო ქვეყანაში, თუ არა.“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილი.
აღსანიშბავია, რომ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია კოალიციური მთავრობის მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობის შესახებ ჩრდილოვან კაბინეტში პრემიერ-მინისტრად , თავდაცვის მინისტრად , შს მინისტრად დიმიტრი შაშკინი და ინფრასტრუქტურის მინისტრად სახელდებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

ერთადერთი რამ რასაც „გამჭვირვალობის კანონპროექტი“ ითვალისწინებს, არის ფინანსების საჯაროობა და ამაზე პირდაპირ უარის თქმა იყო რთული, ამიტომ ოპონენტებმა აღმართეს კედელი, რომელსაც დაარქვეს „რუსული კანონი“