პრემიერ-მინისტრი ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდება

პრემიერ-მინისტრი,  სხვადასხვა სფეროს ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს, გაფართოებული ფორმატის შეხვედრა ბიზნესის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელთან რამდენიმე დღის წინ დაიგეგმა და ის მედიისთვის დახურული იქნება.

ამასთან, მათივე ცნობით, მთავრობის კანცელარიაში, ირაკლი კობახიძის პრემიერ-მინისტრობის დროს ბიზნესთან მსგავსი ტიპის პირველი შეხვედრაა.

შეხვედრა 17:00 საათისთვისაა ჩანიშნული.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: აშშ-ში განიხილება “Megobari” აქტი, რომელიც რუსული კანონის გაუქმების შემთხვევაში, საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შემსუბუქებას, შეღავათიან სავაჭრო პირობებსა და გაუმჯობესებულ სამხედრო მხარდაჭერას ითვალისწინებს