პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ჯეიჰუნ ბაირამოვს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელეს და რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს.
ყურადღება დაეთმო ეკონომიკურ თანამშრომლობასა და რეგიონული მნიშვნელობის პროექტებს.
„აღინიშნა ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობა მსხვილი ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული პროექტების განხორციელების საქმეში.
ხაზი გაესვა სატრანზიტო და ლოგისტიკური ფუნქციის გაძლიერებისკენ მიმართული პროექტების, მათ შორის, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის, შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელისა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განსაკუთრებულ მნიშვნელობას.
ჯეიჰუნ ბაირამოვმა ირაკლი ს საქართველოს ეროვნული ნაკრების ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში გასვლა მიულოცა”, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრესრელიზში.

ასევე დაგაინტერესებთ

„გახარია საქართველოსთვის“ – ვიწყებთ „ოცნების” მოძალადე რეჟიმთან ბრძოლის ახალ ეტაპს, რისთვისაც გამოვიყენებთ პარლამენტის ტრიბუნას – პარლამენტში ჩვენი შემოსვლა არ ნიშნავს ლეგიტიმაციის მიცემას ან არ მიცემას

„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ – ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა – ხვალინდელ პროცესზე სასამართლოს პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით მივმართავთ