პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, სანდრო ბაზაძესა და ეთერ ლიპარტელიანს ფულადი ჯილდოები გადაეცემათ

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 2025 წლის ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი ადგილის დაკავებისთვის ფარიკაობის ეროვნული ნაკრების გუნდის წევრს, სანდრო ბაზაძესა და 2025 წლის ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი ადგილის დაკავებისთვის ძიუდოს ქალთა ეროვნული ნაკრების გუნდის წევრს, ეთერ ლიპარტელიანს ფულადი ჯილდოები გადაეცემათ.
ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მთავრობის განკარგულების შესაბამისად, რომელსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი , მსოფლიო ჩემპიონები, უმაღლესი სპორტული შედეგების მიღწევისათვის გათვალისწინებულ ფულად პრიზებთან ერთად, დამატებით 65 000-65 000 ლარს მიიღებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა