პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება, შეიქმნას მთავრობის საქმიანობის ეფექტიანობის დეპარტამენტი, არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც საშუალებას მისცემს ახლადშექმნილ დეპარტამენტს, რომ გააკონტროლოს სხვადასხვა რგოლის გადაწყვეტილებათა შესრულების ეფექტიანობა

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება, შეიქმნას მთავრობის საქმიანობის ეფექტიანობის დეპარტამენტი, არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც საშუალებას მისცემს ახლადშექმნილ დეპარტამენტს, რომ გააკონტროლოს სხვადასხვა რგოლის გადაწყვეტილებათა შესრულების ეფექტიანობა
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ მთავრობის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომ „მთავრობის ადმინისტრაციის აუდიტის სამსახურის ფუნქციები გაფართოვდება და არა მხოლოდ მთავრობის ადმინისტრაციის, არამედ მთლიანად მთავრობის საქმიანობის ეფექტიანობის ზედამხედველობის ფუნქციაც მიენიჭება“.
მდინარაძის განცხადებით, „ეს არის ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც საშუალებას მისცემს ახლადშექმნილ დეპარტამენტს, რომ გააკონტროლოს სამინისტროების, სსიპ-ების აიპ-ების და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვადასხვა რგოლის გადაწყვეტილებათა შესრულების ეფექტიანობა“.
„გარდა ამისა, მინდა გამოვეხმაურო საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას, შეიქმნას მთავრობის საქმიანობის ეფექტიანობის დეპარტამენტი.
ეს არის ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც საშუალებას მისცემს ახლადშექმნილ დეპარტამენტს, რომ გააკონტროლოს სამინისტროების, სსიპ-ების აიპ-ების და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვადასხვა რგოლის გადაწყვეტილებათა შესრულების ეფექტიანობა.
საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ პრემიერ-მინისტრად ირაკლი კობახიძის დამტკიცების დროს, გუნდმა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად გამოაცხადა კორუფციასთან ბრძოლა და სახელმწიფო სახსრების ხარჯვის მაქსიმალური კონტროლი. მიუხედავად იმისა, რომ ამ კუთხით გასული ერთი წლის განმავლობაში არაერთი რეფორმა გატარდა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ კიდევ უფრო მკაცრად უნდა მოხდეს გადასახადების გადამხდელთა სახსრების, იგივე საბიუჯეტო თანხების ხარჯვის კონტროლი.
დღეს ჩვენ ამ თემაზეც გვქონდა საუბარი უმრავლესობის ფორმატში თანაგუნდელებთან და არ გაგიკვირდებათ თუ ვიტყვით, რომ პრემიერ-მინისტრის ამ გადაწყვეტილებას გუნდის მხრიდან სრული მხარდაჭერა აქვს
ჩვენ, მოგეხსენებათ, რომ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები ამასთან დაკავშირებით და როდესაც გუნდი აცხადებს, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ერთ-ერთი პირველები მსოფლიოში კორუფციასთან ბრძოლასთან მიმართებით, რომ უნდა გვქონდეს ამ მიმართულებით საუკეთესო შედეგები, ეს არ არის მარტივი და დღევანდელი გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრს მხოლოდ მიეხმარება ამ მიზნის შესრულებაში“.-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ