პრემიერ – მინისტრისთვის ბაიდენის სახელით გასამართ ვახშამზე მიწვევის გაუქმება პოლიტიკური ჩარჩოდან ამოვარდნილი სადამსჯელო აქტია. ქართული სახელმწიფო აშშ-ს მიერ ისჯება მხოლოდ იმიტომ, რომ მან ომში ჩართვაზე უარი თქვა

პრემიერ – მინისტრისთვის ბაიდენის სახელით გასამართ ვახშამზე მიწვევის გაუქმება პოლიტიკური ჩარჩოდან ამოვარდნილი სადამსჯელო აქტია. ქართული სახელმწიფო -ს მიერ ისჯება მხოლოდ იმიტომ, რომ მან ომში ჩართვაზე უარი თქვა
პრემიერ – მინისტრისთვის ბაიდენის სახელით გასამართ ვახშამზე მიწვევის გაუქმება პოლიტიკური ჩარჩოდან ამოვარდნილი სადამსჯელო აქტია. ქართული სახელმწიფო ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ისჯება მხოლოდ იმიტომ, რომ მან ომში ჩართვაზე უარი თქვა, – წერს “ხალხის ძალის” წევრი სოციალურ ქსელში.
მისივე თქმით, მიწვევის გაუქმება ხელოვნურად შექმნილი თემაა, რათა ქართულმა ჩარეცხილმა ოპოზიციამ და მასთან აფილირებულმა მედიამ ჟურნალისტებით საკუთარი ბაბლი ამ თემაზე მისეული ნარატივით ასაზრდოოს.
“პრემიერ – მინისტრისთვის ბაიდენის სახელით გასამართ ვახშამზე მიწვევის გაუქმება პოლიტიკური ჩარჩოდან ამოვარდნილი სადამსჯელო აქტია. ქართული სახელმწიფო ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ისჯება მხოლოდ იმიტომ, რომ მან ომში ჩართვაზე უარი თქვა. პრემიერ – მინისტრისთვის ბაიდენის სახელით გასამართ ვახშამზე მიწვევის გაუქმება არის ხელოვნურად შექმნილი თემა, რათა ქართულმა ჩარეცხილმა ოპოზიციამ და მასთან აფილირებულმა მედიამ ჟურნალისტებით საკუთარი ბაბლი ამ თემაზე მისეული ნარატივით ასაზრდოოს.
რაც შეეხება სპეკულაციას, რომ საქართველოს პრემიერს თითქოს “ხელს არავინ ართმევს” და ზელენსკის ხელსაც ართმევენ და მქუხარე აპლოდისმენტებითაც აჯილდოებენ ეს პოლიტიკურად კარგად გაყიდვადი საჩვენებელი დადგმაა. სინამდვილეში იქ მსხდომთაგან ყველამ კარგად იცის ყოველდღიურად რა სისხლის ფასი უჯდება ს ზელენსკისათვის დასავლეთის და ევროპის ლიდერების მიერ გაწვდილი ხელის გულთბილი ჩამორთმევა და რომ ომი უკრაინაში დიდი პოლიტიკური თამაშის ნაწილია რომელსაც დათანხმდა ზელენსკი. მინაწერი: ჩვენ ომს გადარჩენილ ხალხს მშვიდობიანი საქართველო გვირჩევნია ზოგიერთი უცხოელი ლიდერის “გულთბილ” მისალმებას. სისხლისა და ომის ფასად პოლიტიკურად ყალბი და ცრუ მეგობრობანას თამაში ქართულ სახელმწიფოს არ სჭირდება”, – წერს თამთა მეგრელიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

საერთაშორისო ექსპერტები ჯეროვნად აფასებენ საქართველოს წინსვლას, ხოლო ევროკრატია “ნაცმარიონეტებითურთ” დისტოპიურ სურათს ხატავს – ევროკომისიის ანალიტიკოსების შეფასებით, კორუფციის არარსებობის ინდექსით, საქართველო ევროპის ტოპ ოცეულშია

საქართველოს მიერ კორუფციის არარსებობის ინდექსში მიღწეული 67%-იანი მაჩვენებელი და მსოფლიოში 35-ე ადგილი, ერთი შეხედვით მხოლოდ სტატისტიკური მონაცემია, მაგრამ რეალურად იგი ასახავს ბევრად უფრო ღრმა პროცესს – სახელმწიფოს ინსტიტუციური განვითარების ხარისხს

ვიხილეთ გარედან დაფინანსებული ნაცტიტუშკებისა და ორკების გაუგონარი პროვოკაცია, მაგრამ ფაქტია, რომ მათ პროვოკაციებს არავინ აჰყვება, ყველაფერს ექნება ძალიან ღირსეული და მკაცრი პასუხი