პრემიერს მოსკოვში ეპატიჟებიან – “ცუდს ვერაფერს ვხედავთ ამაში” – რა წერილი გაეგზავნა ღარიბაშვილს?

საქართველოს პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს ქართული დიასპორის ხელმძღვანელი ს ფედერაციაში, დავით ცეცხლაძე დიასპორის დღეზე დასასწრებად იწვევს.
“ჩვენ ძალიან გვინდა, რომ ქართული დიასპორის მთავარ ღონისძიებებზე ჩამოვიდნენ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, პრემიერ-მინისტრი ან პრეზიდენტი. დიასპორის დღეს ქართული დიასპორის წარმომადგენლები ს სხვადასხვა ქალაქებიდან ჩამოდიან. ცუდს ვერაფერს ვხედავთ, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები თანამემამულეების ასეთ გრანდიოზულ შეხვედრებს დაესწრონ. წელს ჩვენ გავუგზავნით მოწვევას საქართველოს პრემიერმინისტრს და იმედი გვაქვს, რომ ჩვენი თხოვნა უყურადღებოდ არ დარჩება” – ამბობს ცეცხლაძე.