პრემიერი – 10 წელია გასული მას შემდეგ, რაც ოთარ ფარცხალაძე საქართველოში მთავარი პროკურორის თანამდებობას აღარ იკავებს – აქედან გამომდინარე, სპეკულაციებისთვის სივრცე არ არსებობს

10 წელია გასული მას შემდეგ, რაც ოთარ ფარცხალაძე საქართველოში მთავარი პროკურორის თანამდებობას აღარ იკავებს. აქედან გამომდინარე, სპეკულაციებისთვის სივრცე არ არსებობს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მ ოთარ ფარცხალაძის საქართველოში ყოფნასთან დაკავშირებით განაცხადა.
რაც შეეხება ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებას, პრემიერის თქმით, ქართულმა მხარემ მტკიცებულებები მოითხოვა, თუმცა „ვერ წარმოადგინეს“.
„არავითარი ბრალი მას წაყენებული არ აქვს. რაც შეეხება სანქცირებას, ჩვენ ყოველ ჯერზე ვითხოვთ მტკიცებულებებს, თუმცა ვერცერთხელ ვერ წარმოგვიდგინეს მტკიცებულება ვერცერთ ასეთ შემთხვევასთან დაკავშირებით, ეს ეხებოდა მოსამართლეებს, ოთარ ფარცხალაძეს და ასე შემდეგ.
ს მოქალაქეები შემოდიან საქართველოში, როგორც მოგეხსენებათ, უვიზო რეჟიმი მოქმედებს, რომელიც სხვათა შორის, ჯერ კიდევ სააკაშვილმა შემოიღო 2012 წელს სრული მასშტაბით. შესაბამისად, რუსეთის მოქალაქეები თავისუფლად შემოდიან საქართველოში ვიზის გარეშე. მოგეხსენებათ, ახლა უკვე ოპოზიციაც უჭერს მხარს რუსეთის მოქალაქეების საქართველოში უვიზო შემოსვლას. 10 წელია გასული მას შემდეგ, რაც ოთარ ფარცხალაძე საქართველოში მთავარი პროკურორის თანამდებობას აღარ იკავებს. აქედან გამომდინარე, სპეკულაციებისთვის სივრცე არ არსებობს“, – განაცხადა მ.
გავრცელებული ცნობით, ვაშინგტონის მიერ სანქცირებული ექს-პროკურორი ოთარ ფარცხალაძე საქართველოშია. მედია SOVA-ს ინფორმაციით, ორბელიანის სასახლეში, საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციასთან შეამჩნიეს.

ასევე დაგაინტერესებთ